ცხოველთა მოყვარული სტილისტი, რომელმაც ზუგდიდში პირველი გრუმინგ სალონი გახსნა
თიკო ფიფიამ, რომელსაც ცხოველები ბავშვობიდან უყვარს, ზუგდიდში გრუმინგ სალონი ცოტა ხნის წინ გახსნა. გამოცდილი სტილისტი ამ გადაწყვეტილებამდე მას შემდეგ მივიდა, რაც საკუთარი შინაური ცხოველების მოსაწესრიგებლად სხვა ქალაქებში მოუწია წასვლა. ძაღლების გალამაზებაზე ახლა თვითონ ზრუნავს და ამბობს, რომ ახალი საქმე მისთვის სასიამოვნო და საინტერესოა. "საკუთარი ძაღლის ტარება ხან თბილისში მიწევდა, ხან ბათუმში, რასაც დროის დეფიციტის გამო ხშირად ვერ ვახერხებდი. წლების განმავლობაში ვფიქრობდი ამაზე, თუმცა ვერ განვახორციელე იდეა. ახლა მოხდა ისე, რომ გავუზიარე ჩემს ახლობელს, ხატიას, რომელმაც მხარი დამიჭირა და ასე დავიწყეთ ეს საქმიანობა. პროფესიით სტილისტი ვარ, 15 წლია ვემსახურები ხალხს. ცხოველების მიმართულებით, სპეციფიური გამოცდილება თბილისის ერთ-ერთ საუკეთესო დაწესებულებაში მივიღე. ახლა ადგილობრივებს ქალაქიდან გაუსვლელად შეუძლიათ მოაწესრიგონ ოთხფეხა მეგობრები - საუბარია თმის შეჭრაზე, ბრჭყალების, ყურების, პირის ღრუს გასუფთავებაზე, დაბანვაზე", - გვიყვება თიკო. ის სერვისის მნიშვნელობაზე საუბრობს და მიიჩნევს, რომ ვიზუალურ გალამაზებისთან ერთად, გრუმინგი ცხოველის ჯანმრთელობაზე ზრუნვასაც გულისხმობს. "ეს არის ცხოველის მოვლა, ჰიგიენა, - შეიძლება ყველამ დაბანოს ძაღლი, მაგრამ ბეწვის სწორად მოვლა არ არის ადვილი. მოწესრიგებული ძაღლის ნახვა ძალიან სასიამოვნოა, მსგავსი პროცედურების ჩატარება კი აუცილებელიც". თიკო გვეუბნება, რომ პროფესიულთან ერთად კარგ გრუმერს ცხოველებთან ურთიერთობის უნარ-ჩვევებიც უნდა ჰქონდეს. "ცხოველებს განსაკუთრებული მიდგომა სჭირდებათ, თუ ისინი არ გიყვარს, ვერ იმუშავებ. არის შემთხვევები, როცა დასამშვიდებლად ცხვირს დრუნჩზე ვადებ, ვეფერები". გრუმერი ამბობს, რომ სალონში დაცულია ჰიგიენის ნორმები და ყველა ხელსაწყო სპეციალური წესით მუშავდება. აქ ცხოველის მოწესრიგების ღირებულება 50-დან 100 ლარამდე მერყეობს, რაც ცხოველის ჯიშსა და ზომებზეა დამოკიდებული. როგორც თიკომ გვითხრა, სალონში მოსულ მომხმარებლებს ცხოველის რამდენიმე საათით დატოვების საშუალებაც აქვთ. "პატრონს შეუძლია დაგვიტოვოს ძაღლი და საკუთარი საქმეები მშვიდად მოაგვაროს. სალონთან ერთად გვაქვს აქსესუარების ფართო არჩევანი, ადგილზე შეუძლიათ სხვადასხვა მაღალი ხარისხის საკვების შეძენაც და მედიკამენტების შერჩევაც", - აღნიშნა მან. ძაღლების სილამაზის სალონს უკვე ბევრი კმაყოფილი მომხმარებელი ჰყავს. თიკოს თქმით, მომავალში ის საქმიანობის განვითარებას და სამუშაო სივრცის გაფართოებას გეგმავს. გრუმინგ სალონში ჩასაწერად შეგიძლიათ დარეკოთ ნომერზე: 550 50 81 81 რადიო "ათინათი" Website: http://radioatinati.ge/ Facebook: / rado.atinati Twitter: / atinati1059 Instagram: / radioatinati1059fm
Radio Atinati-ის სხვა ვიდეოები
აუტიზმის სპექტრის მქონე ბავშვებისთვის ზუგდიდის მე-...
ედიშერ თოლორაია: ხმა მივეცი ზუგდიდის განვითარებას
ედიშერ თოლორაია განმუხურში მოსახლეობას შეხვდა
თოლორაიას საკრებულოს წევრის უფლებამოსილება არ შეუწ...
ედიშერ თოლორაიამ სხდომის წევრებისგან შენიშვნები და...
ლალი ანთია: მილების ქურდობა ედიშერ თოლორაიას უკავშ...
„თვითმმართველი ქალაქის გაუქმებიდან კანონპროექტის ჩ...
ექიმი:ზუგდიდის ინფექციურში მოთავსებული პაციენტების...
მსგავსი ვიდეოები
ცხოველთა მოყვარული ოზურგეთის თავშესაფარზე: მკვდარი ძაღლები...
Radio Atinati
მარიამ შეყილაძე - ზუგდიდელი ცხოველთა მოყვარული
Radio Atinati
15 წლის გოგონა ზუგდიდიდან, რომელმაც 50-ზე მეტი ცხოველი გადაა...
Radio Atinati
#12 მიუსაფარი #ცხოველების #პრობლემა საქართველოში და მისი გად...
ცოდნისმოყვარე პოდკასტი
ვიტო თოდუას ცხოველთა სამყარო
Radio Atinati
ყველაზე საინტერესო ფაქტები კატებზე ★ ტოპ ფაქტები ★
ტოპ ფაქტები
ბუჩოს ამბავი
Radio Atinati
ზაქარას კეთილი მანქანა - სამეგრელოში მიუსაფარი ძაღლებისთვის...
Radio Atinati