ზაქარას კეთილი მანქანა - სამეგრელოში მიუსაფარი ძაღლებისთვის სახლები ჩამოიტანეს
"ზაქარას კეთილმა მანქანამ" ზუგდიდში მყოფი მიუსაფარი ძაღლისთვის სახლი ჩამოიტანა. "ჯეკი" სიმსივნით არის დაავადებული და ამ ეტაპზე ადგილობრივი ცხოველთა მოყვარულების შემოწირულობით მკურნალობის კურსს გადის. ძაღლი აქამდე ბაზრის წინ არსებულ ქვეითთა გადასასვლელში ცხოვრობდა. ინიციატივა, რომელიც ცხოველთა მოყვარულ ზაქარია დოლიძეს ეკუთვნის, ქვეყნის მასშტაბით მიუსაფარი ცხოველებისთვის სახლების დადგმას გულისხმობს. ზაქარია სახლებს თავადვე ამზადებს და საკუთარი მანქანით სხვადასხვა რეგიონში ჩააქვს. სახლებთან ერთად ზაქარა პერიოდულად ეტლებითაც ეხმარება შშმ ძაღლებს. "დღეს სამეგრელოს დღე აქვს "ზაქარას კეთილ მანქანას". ცოტა ხნის წინ ვიყავი ერთ-ერთ ბოლო სოფელში ჩვენ მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე, აფხაზეთი იყო ხელის გაწვდენაზე და ძალიან ბედნიერი დავბრუნდი, რადგან იქ ერთ ცუგას ეტლი ჩავუტანე და მოვარგე. ახლა ზუგდიდის ცენტრში დავაბინავეთ ჩვენი "ჯეკი". აქედან სენაკსა და სხვა ლოკაციებზე მივდივარ. ჯამში სამეგრელოსა და ზუგდიდში რამდენიმე ათეული სახლია, ალბათ. ჩვენი ვოიაჟის ყველაზე მნიშვნელოვანი მიზანია, რომ ამ კეთილი საქციელით და საქმით მეტ ადამიანს შევხვდეთ, უფრო მეტს გავუწოდოთ ხელი, დავმეგობრდეთ და ყველამ ერთად ვთქვათ, რომ უბრალოდ სიკეთე ჯობია. სიკეთისკენ რომ გადავდგამთ ნაბიჯს, არც მიუსაფარი ცხოველი იქნება, არც დაუცველი ადამიანი, არც დაუცველი ბუნება", - გვითხრა მან. ზაქარას კეთილი მანქანა - მიუსაფარი ცხოველების პროექტის ფარგლებში ქვეყნის მასშტაბით უკვე დაიდგა 1 500-ზე მეტი სახლი. გასულ წელს, ზუგდიდში ზაქარამ რამდენიმე სახლი ადგილობრივ მოხალისეებთან ერთად დაამზადა. რადიო "ათინათი" Website: http://radioatinati.ge/ Facebook: / radioatinati.ge Twitter: / atinati1059 Instagram: / radioatinati1059fm
Radio Atinati-ის სხვა ვიდეოები
აუტიზმის სპექტრის მქონე ბავშვებისთვის ზუგდიდის მე-...
ედიშერ თოლორაია: ხმა მივეცი ზუგდიდის განვითარებას
ედიშერ თოლორაია განმუხურში მოსახლეობას შეხვდა
თოლორაიას საკრებულოს წევრის უფლებამოსილება არ შეუწ...
ედიშერ თოლორაიამ სხდომის წევრებისგან შენიშვნები და...
ლალი ანთია: მილების ქურდობა ედიშერ თოლორაიას უკავშ...
„თვითმმართველი ქალაქის გაუქმებიდან კანონპროექტის ჩ...
ექიმი:ზუგდიდის ინფექციურში მოთავსებული პაციენტების...
მსგავსი ვიდეოები
ზუგდიდში მიუსაფარი ცხოველების დღე აღნიშნეს
Radio Atinati
#ახალიდღე აქცია „ერთი კეთილი დღე“ - „ჩვენ სიყვარული გადაგვარ...
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
„ზაქარას კეთილი მანქანა“ - ინიციატივა მიუსაფარი ცხოველების დ...
საპატრიარქოს ტელევიზია ერთსულოვნება
#ახალიდღე რუბრიკა #აკისპარკი „ზაქარას კეთილი მანქანა“ - ახალ...
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ვცხოვრობ პარალიზებულ ძაღლებთან ერთად
GOTA
#ახალიდღე ადამიანები, საინტერესო ცხოვრებით
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
#ახალიდღე ზაქარია დოლიძე
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ზაქარას 30 ზღაპარი 31 03 ფიფქია
zakaria dolidze