15 წლის გოგონა ზუგდიდიდან, რომელმაც 50-ზე მეტი ცხოველი გადაარჩინა
მარიამი 15 წლისაა. მათთვის, ვინც ხან თვეობით იდებს ბინას მის სახლში, თავშესაფარი, აივანზე, მშობლებთან ერთად მოაწყო. მშობლები ყველაფერში ეხმარებიან, თავადაც მოჰყავთ შინ მიუსაფარი ძაღლები და კატები, ყიდულობენ საკვებს და მარიამთან ერთად მკურნალობენ. ახლა მათ მიერ მოწყობილ პატარა თავშესაფარში 3 ძაღლი, 7 ლეკვი, 5 კატა და 3 კნუტი ცხოვრობს. მარიამი სოციალურ ქსელში ცხოველთა მოყვარულების სხვადასხვა ჯგუფის წევრია. იხსენებს, რომ სწორედ აქედან ისწავლა, როგორ უნდა ემკურნალა ცხოველებისთვის. უკვე განკურნებული და აცრილი ცხოველისთვის ახალ პატრონს საგულდაგულოდ, წინასწარი გასაუბრებით არჩევს. ცდილობს, კატები და ძაღლები მზრუნველი და საიმედო ადამიანების ხელში აღმოჩნდნენ. ცხოველებს მარიამი ზუგდიდის ქუჩებშიც აპურებს, მისი მზრუნველობის ქვეშ ათობით მიუსაფარი ძაღლია. პატარა ცხოველთადამცველს მომავალი საქმიანობის სფეროც არჩეული აქვს. მარიამი ვეტერინარობას აპირებს და დარწმუნებულია, რომ ეს პროფესია ბევრი ცხოველის გადარჩენაში დაეხმარება. მანამდე კი ოცნებობს, რომ ქალაქს ცხოველების თავშესაფარი ჰქონდეს, რადგან ფიქრობს, რომ მიუსაფარი ოთხფეხა მეგობრების პრობლემის გადაწყვეტა მხოლოდ ამ გზით შეიძლება. რადიო "ათინათი" Website: http://radioatinati.ge/ Facebook: https://www.facebook.com/Rado.ATINATI Google+: https://plus.google.com/u/1/116211701... Twitter: https://twitter.com/Atinati1059 Instagram: https://www.instagram.com/radioatinat...
Radio Atinati-ის სხვა ვიდეოები
აუტიზმის სპექტრის მქონე ბავშვებისთვის ზუგდიდის მე-...
ედიშერ თოლორაია: ხმა მივეცი ზუგდიდის განვითარებას
ედიშერ თოლორაია განმუხურში მოსახლეობას შეხვდა
თოლორაიას საკრებულოს წევრის უფლებამოსილება არ შეუწ...
ედიშერ თოლორაიამ სხდომის წევრებისგან შენიშვნები და...
ლალი ანთია: მილების ქურდობა ედიშერ თოლორაიას უკავშ...
„თვითმმართველი ქალაქის გაუქმებიდან კანონპროექტის ჩ...
ექიმი:ზუგდიდის ინფექციურში მოთავსებული პაციენტების...
მსგავსი ვიდეოები
15 წლის გოგონა პირველი ადამიანია, რომელიც მარსზე ფეხს დადგამ...
PalitraNews
15 წლის გოგონა სანადირო თოფიდან გასროლილმა ტყვიამ იმსხვერპლა
ქართული ტელევიზია
15 წლის მოზარდი იპოვეს
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
დედოფლისწყაროში 15 წლის გოგონა უგონო მდგომარეობაში იპოვნეს
telekompania gurjaani
სექსუალური ხასიათის დანაშაული არასრულწლოვნის მიმართ
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ყველაზე სასტიკი მკვლელი ბავშვები ★ ტოპ ფაქტები ★
ტოპ ფაქტები
სექსუალური ძალადობის ფაქტი ბათუმში
TV IMEDI
5 ადამიანი,რომელიც ზვიგენის თავდასხმას გადაურჩა
bii hehe