ცხოველთა მოყვარული ოზურგეთის თავშესაფარზე: მკვდარი ძაღლები და გაუსაძლისი პირობები დამხვდა
ცხოველთამოყვარული ნანა კეკელაშვილი ოზურგეთის ძაღლების თავშესაფარშ არსებულ არასათანადო პირობებზე საუბრობს. მან თავშესაფარი, სადაც ზუგდიდიდან გადაყვანილ ძაღებსაც ათავსებენ, რამდენიმე დღის წინ მოინახულა და ადგილზე არსებული სიტუაციის ამსახველი ვიდეოები გადაიღო. მისი მტკიცებით, თავშესაფარში ანტისანიტარიაა და ცხოველებს გაუსაძლის პირობებში უწევთ ცხოვრება. „რომ მივედი მკვდარი ძაღლები გადაჰყავდათ მანქანის მისაბმელით, ახლოს ვერ მივედი - ამას უბრალოდ ვერ გავუძლებდი. მივუახლოვდი ვოლიერებს და პირველი, რაც ვნახე იყო რომ დიდი ზომის აგრესიულ ძაღლთან ჰყავდა შეყვანილი პატარა ძაღლი და ცოცხლად ჭამდა. მეორე ვოლიერში კი მკვდარი ძაღლი ვიპოვე. ჩემს დანახვაზე იქ მყოფმა თანამშრომელმა დაურეკა გიორგი მაღლაფერიძეს და მესმოდა, როგორ დაავალა, ჩემთვის გადაღების უფლება არ მიეცა. არც წყალი ჰქონდათ ძაღლებს, არც საკვები, რაც მანახეს ძაღლების საკვები ბუზები ეხვია და ყარდა საშინლად. მეორე ნასვამმა კაცმა ცადა წაერთმია პლანშეტი,რომელიც ხელიდან გამივარდა და გატყდა, ჩემზე იწეოდა, ხელით შეხებას არ მოერიდებოდა ალბათ“, - უთხრა რადიო „ათინათს“ ნანა კეკელაშვილი. მან თავსესაფარში გადაღებული ვიდეო მასალა სოციალურ ქსელ ფეისბუკზე გაავრცელა. ცხოველთამოყვარული თავშესაფარში არსებული ვითარებაზე მოკვლევას და შესაბამის სტრუქტურებისგან რეაგირებას ითხოვს. ის თავშესაფრის ხელმძღვანელის გიორგი მაღლაფერიძის წინააღმდეგ პროკურატურაშიც გეგმავს განცხადების შეტანას. თავის მხრივ, გიორგი მაღლაფერიძე ცხოველთამოყვარულის ბრალდებებს უარჰყოფს და ამბობს, რომ თავშესაფარში არსებული პირობები საერთაშორისო სტანდარტებს შეესაბამება. „ნამდვილად იყო ორი მკვდარი ძაღლი. აქედან, ერთი სხვამ მოიტანა დასამარხად, მეორეს კი არ ვიცი რა დაემართა, ღამე კარგად დავტოვე და დილით მკვდარი დამხვდა. რაც შეეხება სიტუაციას, ისეთი მდგომარეობა იმიტომ იყო, რომ „უბორკას“ ვაკეთებდით და ყველაფერი გარეთ გვქონდა გამოყრილი. ეს ქალი არის ინტრიგანი და ცხოველების ასეთი მოყვარული თუ არის ერთხელ მოსულიყო და მოეცა რჩევები“, - ამბობს მაღლაფერიძე. ზუგდიდიდან ოზურგეთში უპატრონო ძაღლების გადაყვანა გასულ თვეში დაიწყო. მერიამ ინდივიდუალურ მეწარმე გიორგი მაღლაფერიძესთან ხელშეკრულება ხელშეკრულება ტენდერის საფუძველზე გააფორმა. დოკუმენტების თანახმად, მან ქალაქიდან 400-მდე მიუსაფარი ძაღლი უნდა გადაიყვანოს და შესაბამისი პროცედურების ჩატარების შემდეგ კვლავ ბუნებრივ არეალში უნდა დააბრუნოს. აღნიშნული მომსაურებისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 30 ათასი ლარი გამოიყო. რადიო "ათინათი" Website: http://radioatinati.ge/ Facebook: https://www.facebook.com/Rado.ATINATI Google+: https://plus.google.com/u/1/116211701... Twitter: https://twitter.com/Atinati1059 Instagram: https://www.instagram.com/radioatinat...
Radio Atinati-ის სხვა ვიდეოები
აუტიზმის სპექტრის მქონე ბავშვებისთვის ზუგდიდის მე-...
ედიშერ თოლორაია: ხმა მივეცი ზუგდიდის განვითარებას
ედიშერ თოლორაია განმუხურში მოსახლეობას შეხვდა
თოლორაიას საკრებულოს წევრის უფლებამოსილება არ შეუწ...
ედიშერ თოლორაიამ სხდომის წევრებისგან შენიშვნები და...
ლალი ანთია: მილების ქურდობა ედიშერ თოლორაიას უკავშ...
„თვითმმართველი ქალაქის გაუქმებიდან კანონპროექტის ჩ...
ექიმი:ზუგდიდის ინფექციურში მოთავსებული პაციენტების...
მსგავსი ვიდეოები
ცხოველთა მოყვარული სტილისტი, რომელმაც ზუგდიდში პირველი გრუმი...
Radio Atinati
მარიამ შეყილაძე - ზუგდიდელი ცხოველთა მოყვარული
Radio Atinati
15 წლის გოგონა ზუგდიდიდან, რომელმაც 50-ზე მეტი ცხოველი გადაა...
Radio Atinati
#12 მიუსაფარი #ცხოველების #პრობლემა საქართველოში და მისი გად...
ცოდნისმოყვარე პოდკასტი
ვიტო თოდუას ცხოველთა სამყარო
Radio Atinati
ყველაზე საინტერესო ფაქტები კატებზე ★ ტოპ ფაქტები ★
ტოპ ფაქტები
ბუჩოს ამბავი
Radio Atinati
ზაქარას კეთილი მანქანა - სამეგრელოში მიუსაფარი ძაღლებისთვის...
Radio Atinati