MOE: შეხვედრა გერმანიის ელჩთან


http://moe.gov.ge/index.php?lang_id=G...
გარემოს დაცვის მინისტრი ხათუნა გოგალაძე გერმანიის ელჩს საქართველოში, ორთვინ ჰენიგს შეხვდა. შეხვედრას აგრეთვე ესწრებოდა მინისტრის პირველი მოადგილე ნინო შარაშიძე.
შეხვედრის ფარგლებში მინისტრმა ელჩს გააცნო სამინისტროს ძირითადი პრიორიტეტები, აგრეთვე განხილული იქნა მიმდინარე და სამომავლო თანამშრომლობის საკითხები გერმანიასა და საქართველოს შორის.
ელჩმა ხათუნა გოგალაძე მიიწვია ბერლინში, მაღალი რანგის საერთაშორისო შეხვედრაზე მდგრადი ქალაქებისა და ურბანული ტრანსპორტის შესახებ, რომელშიც მონაწილეობას მიიღებს აგრეთვე გერმანიის გარემოს დაცვისა და ბირთვული უსაფრთხოების მინისტრი.

ვიდეოები „გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო"-ისგან