მიხეილ გიორგაძე ქართულ-ამერიკული ანსამბლის წევრებს შეხვდა
8 ივლისს, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრმა მიხეილ გიორგაძემ ქართულ-ამერიკული ანსამბლის „ფესვები“ წევრებს უმასპინძლა. შეხვედრას დაესწრნენ არასამთავრობო ორგანიზაცია საქართველოს ქალთა ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტი ნინო ქოჩიაშვილი, საქართველოში აშშ-ს საელჩოს წარმომადგენლები და სხვა მოწვეული სტუმრები. ამერიკაში მცხოვრებმა ქართველმა ახალგაზრდებმა 13 ივნისის სტიქიის შედეგად დაზარალებული ოჯახების ბავშვების დახმარების სურვილი გამოთქვეს. ანსამბლი „ფესვები“ საქართველოს სხვადასხვა რეგიონში საქველმოქმედო კონცერტებს გამართავს. კონცერტები დაგეგმილია 12 ივლისს, თბილისში, ალ. გრიბოედოვის სახელობის დრამატულ თეატრში, 14 ივლისს ქუთაისში, ლადო მესხიშვილის სახელობის სახელმწიფო თეატრში, 16 ივლისს კონცერტი გაიმართება ბათუმში, საზაფხულო თეატრში. კონცერტებიდან შემოსული თანხა სრულად გადაირიცხება სტიქიის შედეგად დაზარალებულთა დასახმარებლად გახსნილ სპეციალურ ანგარიშზე. პროექტის ინიციატორია არასამთავრობო ორგანიზაცია საქართველოს ქალთა ბიზნეს ასოციაცია; პროექტის მხარდამჭერები არიან საქართველოს საპატრიარქო, თბილისის მერია, ქუთაისის მერია, ბათუმის მერია, აშშ საელჩო საქართველოში, საქართველოს კულტურის პალატა. http://www.culture.gov.ge/ http://www.facebook.com/culturegovge http://twitter.com/#!/CULTUREgovge / culturegovge http://www.flickr.com/photos/cultureg... http://www.myvideo.ge/?user_id=855045
მსგავსი ვიდეოები
„ბასიანის“ წარმატებული საკონცერტო ტურნე აშშ-ში
culturegovge culturegovge
გამოფენა - ალექსანდრე ქართველი – ამერიკული ავიაციის ქართველი...
culturegovge culturegovge
"სიმინდის კუნძული" გიორგი ოვაშვილის ფილმი ოსკარის ნომინაციაზ...
culturegovge culturegovge
გიორგი ოვაშვილის "სიმინდის კუნძული" ოსკარის ნომინაციაზე
culturegovge culturegovge
მანჰეტენ ტრანსფერი ჯანსუღ კახიძის 80 წლისთავისადმი მიძღვნილ...
culturegovge culturegovge
საქველმოქმედო კონცერტი - „New York Voices“ და თბილისის სიმფო...
culturegovge culturegovge
გამოფენა “ბალანჩივაძეები”
culturegovge culturegovge
New York Voices თბილისშია
culturegovge culturegovge