"სიმინდის კუნძული" გიორგი ოვაშვილის ფილმი ოსკარის ნომინაციაზე
5 სექტემბერს, კულტურის სამინისტროში გამოვლინდა ოსკარზე წარსადგენი ქართული კინოფილმი, ამერიკულ კინოაკადემიას ქართული მხარე წარუდგენს ფილმს "სიმინდის კუნძული" (რეჟისორი: გიორგი ოვაშვილი). ღონისძიებას დაესწრნენ საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის მოადგილე კახა კანდელაკი, ეროვნული კინოცენტრის ხელმძღვანელი ნანა ჯანელიძე, ჟიურის წევრები. ოსკარის საუკეთესო უცხოენოვანი ფილმის ნომინაციაზე წარსადგენი ქართული კინოსურათი სპეციალურმა კომისიამ ფარული კენჭისყრის შედეგად გამოავლინა. ჩვენება კომისიის წევრებისათვის 2-5 სექტემბერს გაიმართა. კომისიის შემადგენლობაში იყვნენ: მერაბ კოკოჩაშვილი, კოტე ჯანდიერი, ლანა ღოღობერიძე, მიხეილ კობახიძე, ვლადიმერ კაჭარავა, ნინო მხეიძე, ნანა ჯანელიძე, ნანა ექვთიმიშვილი, რუსუდან ჭყონია, ნატო მურვანიძე, კახა კანდელაკი. კონკურსში 4 ქართული ფილმი მონაწილეობდა: პატარძლები - (რეჯისორი: თინათინ ყაჯრიშვილი) შემთხვევითი პაემნები - (რჟისორი: ლევან კოღუაშვილი) სიმინდის კუნძული - (რეჟისორი: გიორგი ოვაშვილი) ზღვარზე - (რეჟისორი: მარიამ ქაცარავა) ამერიკული კინოაკადემია სხვადასხვა ქვეყნიდან წარდგენილ ფილმებს ახლო მომავალში განიხილავს და 1 ოქტომბრის შემდეგ 9 ფილმიან სიას შემოგვთავაზებს. ოსკარის ნომინანტი უცხოენოვანი 5 ფილმი კი 2015 წლის 15 იანვარს დასახელდება. ოსკარის დაჯილდოების საზეიმო ცერემონია 2015 წლის 22 თებერვალს გაიმართება. http://www.culture.gov.ge/ http://www.facebook.com/culturegovge http://twitter.com/#!/CULTUREgovge / culturegovge http://www.flickr.com/photos/cultureg... http://www.myvideo.ge/?user_id=855045
მსგავსი ვიდეოები
გიორგი ოვაშვილის "სიმინდის კუნძული" ოსკარის ნომინაციაზე
culturegovge culturegovge
"სიმინდის კუნძული" ოსკარის ნომინაციაზე
culturegovge culturegovge
"სიმინდის კუნძული" - გიორგი ოვაშვილის ფილმი;
კომუნიკატორი / C სტუდია
ინტერვიუ რეჟისორ გიორგი ოვაშვილთან
ამერიკის ხმა
“კინო მშვიდობისთვის “ - ნომინაციაზე გიორგი ოვაშვილის “სიმინ...
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
გიორგი ოვაშვილის "სიმინდის კუნძული" კარლოვი ვარის კინოფესტივ...
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
გიორგი ოვაშვილის „სიმინდის კუნძული“ Trailer
culturegovge culturegovge
გიორგი ოვაშვილის ბროლის გლობუსი კარლოვი ვარის კინოფესტივალზე
პირველი არხი Georgian Public Broadcaster