გიორგი ოვაშვილის "სიმინდის კუნძული" ოსკარის ნომინაციაზე

05.09.2014 02:41

5 სექტემბერს, კულტურის სამინისტროში გამოვლინდა ოსკარზე წარსადგენი ქართული კინოფილმი, ამერიკულ კინოაკადემიას ქართული მხარე წარუდგენს ფილმს "სიმინდის კუნძული" (რეჟისორი: გიორგი ოვაშვილი). ღონისძიებას დაესწრნენ საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის მოადგილე კახა კანდელაკი, ეროვნული კინოცენტრის ხელმძღვანელი ნანა ჯანელიძე, ჟიურის წევრები. ოსკარის საუკეთესო უცხოენოვანი ფილმის ნომინაციაზე წარსადგენი ქართული კინოსურათი სპეციალურმა კომისიამ ფარული კენჭისყრის შედეგად გამოავლინა. ჩვენება კომისიის წევრებისათვის 2-5 სექტემბერს გაიმართა. კომისიის შემადგენლობაში იყვნენ: მერაბ კოკოჩაშვილი, კოტე ჯანდიერი, ლანა ღოღობერიძე, მიხეილ კობახიძე, ვლადიმერ კაჭარავა, ნინო მხეიძე, ნანა ჯანელიძე, ნანა ექვთიმიშვილი, რუსუდან ჭყონია, ნატო მურვანიძე, კახა კანდელაკი. კონკურსში 4 ქართული ფილმი მონაწილეობდა: პატარძლები - (რეჯისორი: თინათინ ყაჯრიშვილი) შემთხვევითი პაემნები - (რჟისორი: ლევან კოღუაშვილი) სიმინდის კუნძული - (რეჟისორი: გიორგი ოვაშვილი) ზღვარზე - (რეჟისორი: მარიამ ქაცარავა) ამერიკული კინოაკადემია სხვადასხვა ქვეყნიდან წარდგენილ ფილმებს ახლო მომავალში განიხილავს და 1 ოქტომბრის შემდეგ 9 ფილმიან სიას შემოგვთავაზებს. ოსკარის ნომინანტი უცხოენოვანი 5 ფილმი კი 2015 წლის 15 იანვარს დასახელდება. ოსკარის დაჯილდოების საზეიმო ცერემონია 2015 წლის 22 თებერვალს გაიმართება. http://www.culture.gov.ge/ http://www.facebook.com/culturegovge http://twitter.com/#!/CULTUREgovge    / culturegovge   http://www.flickr.com/photos/cultureg... http://www.myvideo.ge/?user_id=855045

გაზიარება:

მსგავსი ვიდეოები

\"სიმინდის კუნძული\" გიორგი ოვაშვილის ფილმი ოსკარის ნომინაციაზე
03:44

"სიმინდის კუნძული" გიორგი ოვაშვილის ფილმი ოსკარის ნომინაციაზ...

culturegovge culturegovge

\"სიმინდის კუნძული\" ოსკარის ნომინაციაზე
01:35

"სიმინდის კუნძული" ოსკარის ნომინაციაზე

culturegovge culturegovge

ინტერვიუ რეჟისორ გიორგი ოვაშვილთან
07:17

ინტერვიუ რეჟისორ გიორგი ოვაშვილთან

ამერიკის ხმა

გიორგი ოვაშვილის \"სიმინდის კუნძული\" კარლოვი ვარის კინოფესტივალის გამარჯვებული გახდა
00:40

გიორგი ოვაშვილის "სიმინდის კუნძული" კარლოვი ვარის კინოფესტივ...

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

გიორგი ოვაშვილის „სიმინდის კუნძული“ Trailer
01:27

გიორგი ოვაშვილის „სიმინდის კუნძული“ Trailer

culturegovge culturegovge

“კინო მშვიდობისთვის “ -  ნომინაციაზე გიორგი ოვაშვილის “სიმინდის კუნძული წარადგინეს
01:10

“კინო მშვიდობისთვის “ - ნომინაციაზე გიორგი ოვაშვილის “სიმინ...

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

გიორგი ოვაშვილის ბროლის გლობუსი კარლოვი ვარის კინოფესტივალზე
01:35

გიორგი ოვაშვილის ბროლის გლობუსი კარლოვი ვარის კინოფესტივალზე

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

\"სიმინდის კუნძული\" - გიორგი ოვაშვილის ფილმი;
06:07

"სიმინდის კუნძული" - გიორგი ოვაშვილის ფილმი;

კომუნიკატორი / C სტუდია

ყველა ვიდეო