საქველმოქმედო კონცერტი - „New York Voices“ და თბილისის სიმფონიური ორკესტრი
17 დეკემბერს, თბილისის დიდ საკონცერტო დარბაზში გრემის ჯილდოს მფლობელი ამერიკული ვოკალური ჯგუფის, „New York Voices“ და თბილისის სიმფონიური ორკესტრის ერთობლივი საღამო გაიმართა. საქველმოქმედო კონცერტი საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს, საქართველოში აშშ-ის საელჩოს, საქართველოს სოლიდარობის ფონდის და ჯანსუღ კახიძის სახელობის თბილისის მუსიკალური ცენტრის მხარდაჭერით გაიმართა. „საახალწლო საქველმოქდო საღამოს“ ვახტანგ კახიძე დირიჟორობდა. „საახალწლო საღამოზე“ „New York Voices“ მიერ სპეციალურად ამ საქველმოქმედო კონცერტისთვის არანჟირებული ცნობილი საშობაო კომპოზიციები შესრულდა. გრემის ჯილდოს მფლობელი New York Voices-ისა და მუსიკალური ცენტრის მიერ ჩატარებული ერთობლივი კონცერტი საქველმოქმედოა - შემოსული თანხა - 68,000 ლარი სრულად გადაირიცხება პრემიერ-მინისტრის ინიციატივით შექმნილ "საქართველოს სოლიდარობის ფონდში" და მოხმარდება ონკოლოგიური დაავადებების მქონე 21 წლამდე პაციენტების მკურნალობას. 17 დეკემბრის მონაცემებით, ფონდმა ონკოლოგიური დაავადებების მქონე 21 წლამდე ასაკის 48 ბავშვის მკურნალობის დაფინანსება დაამტკიცა. „სოლიდარობის ფონდში“ ნებაყოფლობით დონაციას 35 000-ზე მეტი საჯარო მოხელე ახორციელებს, ასევე, ფონდთან აქტიურად თანამშრომლობს 12 კომპანია. საქველმოქმედო კონცერტს დაესწრნენ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მეუღლესთან ერთად, კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე მეუღლესთან ერთად და მთავრობის სხვა წარმომადგენლები. http://www.culture.gov.ge/ / culturegovge http://twitter.com/#!/CULTUREgovge / culturegovge http://www.flickr.com/photos/cultureg... http://www.myvideo.ge/?user_id=855045
მსგავსი ვიდეოები
17 დეკემბერი - New York Voices და თბილისის სიმფონიური ორკესტ...
culturegovge culturegovge
New York Voices \u0026 თბილისის სიმფონიური ორკესტრი
culturegovge culturegovge
17 დეკემბერს, 20:00 საათზე - New York Voices და თბილისის სიმ...
culturegovge culturegovge
New York Voices \u0026 თბილისის სიმფონიური ორკესტრი
culturegovge culturegovge
New York Voices თბილისშია
culturegovge culturegovge
საქართველოს სოლიდარობის ფონდი გადაცემაში "რეალური სივრცე"
culturegovge culturegovge
„New York Voices“ - ვორკშოპი ქართველი ვოკალისტებისთვის
culturegovge culturegovge
საქველმოქმედო კონცერტი ოპერისა და ბალეტის თეატრში
შუადღე GDS / shuadge GDS