„New York Voices“ - ვორკშოპი ქართველი ვოკალისტებისთვის
16 დეკემბერს, “Event Hall”-ში მსოფლიოში ნომერ პირველი, აკაპელას ჟანრში მოღვაწე „New-York Voices”-ის წევრებმა ქართველი ვოკალისტებისთვის ვორკშოპი ჩაატარეს. ჯგუფის წევრებმა საკუთარი გამოცდილების შესახებ, სოლო და გუნდურ შესრულებას შორის განსხვავებასა და ჯაზის ტექნიკურ, რითმულ და ჰარმონიულ შესრულებაზე ისაუბრეს. შეხვედრის დროს გაიმართა დისკუსიაც. საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით, „New York Voices“ საქველმოქმედო კონცერტს თბილისის სიმფონიურ ორკესტრთან ერთად 17 დეკემბერს გამართავს. ერთობლივ კონცერტს ვახტანგ კახიძე უდირიჟორებს. საახალწლო საქველმოქმედო საღამოს მხარდამჭერები ასევე აშშ-ის საელჩო საქართველოში და საქართველოს სოლიდარობის ფონდია. კონცერტი საქველმოქმედოა - შემოსული თანხა სრულად გადაირიცხება "საქართველოს სოლიდარობის ფონდში" და მოხმარდება ონკოლოგიური დაავადებების მქონე 21 წლამდე პაციენტების მკურნალობას. http://www.culture.gov.ge/ / culturegovge http://twitter.com/#!/CULTUREgovge / culturegovge http://www.flickr.com/photos/cultureg... http://www.myvideo.ge/?user_id=855045
მსგავსი ვიდეოები
17 დეკემბერი - New York Voices და თბილისის სიმფონიური ორკესტ...
culturegovge culturegovge
New York Voices ისევ თბილისშია
Music Box
,,New York Voices'' თბილისშია
PIA FUN
New York Voices თბილისშია
culturegovge culturegovge
New York Voices \u0026 თბილისის სიმფონიური ორკესტრი
culturegovge culturegovge
New York Voices საქართველოს უკვე მეორედ სტუმრობს
Music Box
17 დეკემბერს, 20:00 საათზე - New York Voices და თბილისის სიმ...
culturegovge culturegovge
New York Voices \u0026 თბილისის სიმფონიური ორკესტრი
culturegovge culturegovge