17 დეკემბერი - New York Voices და თბილისის სიმფონიური ორკესტრი

05.12.2014 10:18

საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის მოადგილე კახა კანდელაკი და საქართველოს სოლიდარობის ფონდის ხელმძღვანელი მარიამ ჯაში სტუმრად გადაცემაში "იმედის დილა". სიკეთე გადამდებია – 17 დეკემბერს, 20:00 საათზე,თბილისის საკონცერტო დარბაზში საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო, აშშ-ს საელჩო საქართველოში, საქართველოს სოლიდარობის ფონდი და ჯანსუღ კახიძის სახელობის თბილისის მუსიკალური ცენტრი წარმოგიდგენთ მსოფლიო მნიშვნელობის ამერიკული ვოკალური ჯგუფის New York Voices- ისა და თბილისის სიმფონიური ორკესტრის ერთობლივ, საახალწლო საქველმოქმედო საღამოს. დირიჟორი ვახტანგ კახიძე. კონცერტი საქველმოქმედოა - შემოსული თანხა სრულად გადაირიცხება "საქართველოს სოლიდარობის ფონდში" და მოხმარდება ონკოლოგიური დაავადებების მქონე 21 წლამდე პაციენტების მკურნალობას. http://www.culture.gov.ge/ http://www.facebook.com/culturegovge http://twitter.com/#!/CULTUREgovge    / culturegovge   http://www.flickr.com/photos/cultureg... http://www.myvideo.ge/?user_id=855045

გაზიარება: