17 დეკემბერს, 20:00 საათზე - New York Voices და თბილისის სიმფონიური ორკესტრი

06.12.2014 05:01

სიკეთე გადამდებია – 17 დეკემბერს, 20:00 საათზე,თბილისის საკონცერტო დარბაზში საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო, აშშ-ს საელჩო საქართველოში, საქართველოს სოლიდარობის ფონდი და ჯანსუღ კახიძის სახელობის თბილისის მუსიკალური ცენტრი წარმოგიდგენთ მსოფლიო მნიშვნელობის ამერიკული ვოკალური ჯგუფის New York Voices- ისა და თბილისის სიმფონიური ორკესტრის ერთობლივ, საახალწლო საქველმოქმედო საღამოს. დირიჟორი ვახტანგ კახიძე. კონცერტი საქველმოქმედოა - შემოსული თანხა სრულად გადაირიცხება "საქართველოს სოლიდარობის ფონდში" და მოხმარდება ონკოლოგიური დაავადებების მქონე 21 წლამდე პაციენტების მკურნალობას. http://www.culture.gov.ge/   / culturegovge   http://twitter.com/#!/CULTUREgovge    / culturegovge   http://www.flickr.com/photos/cultureg... http://www.myvideo.ge/?user_id=855045

გაზიარება: