მანჰეტენ ტრანსფერი ჯანსუღ კახიძის 80 წლისთავისადმი მიძღვნილ ფესტივალზე

05/12/2015
culturegovge culturegovge-ის მიერ

მრავალი GRAMMY-ის მფლობელი, ლეგენდარული, ამერიკული ვოკალური კვარტეტი „მანჰეტენ ტრანსფერი“ უკვე თბილისშია. 12 მაისს, კულტურის სამინისტროში კვარტეტის წევრებმა ჩერილ ბენტაინმა, იანის სიგელმა, ალან პოლმა და ტრისტ კურლესმა ჯანსუღ კახიძის 80 წლისთავისადმი მიძღვნილ ფესტივალთან დაკავშირებით პრესკონფერენცია გამართეს, რომლის ფარგლებშიც „მანჰეტენ ტრანსფერის“ კონცერტია დაგეგმილი.
პრესკონფერენციას ასევე გაუძღვნენ საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე, ჯანსუღ კახიძის სახელობის თბილისის მუსიკალურ-კულტურული ცენტრის სამხატვრო ხელმძღვანელი ვახტანგ კახიძე, კომპანია „მაგთიკომის“ საზოგადობასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი ნინო სურგულაძე, სასტუმრო „რუმს თბილისის“ ბიზნესგანვითარების მენეჯერი ოთარ ბერიშვილი.
ფესტივალი 12 მაისს იწყება და მსმენელს საინტერესო, მრავალფეროვან პროგრამას სთავაზობს. ფესტივალის იდეა ეფუძნება თბილისის სიმფონიური ორკესტრისა და პოპულარული მუსიკის მსოფლიო ვარსკვლავების შემოქმედებით თანამშრომლობას და გათვლილია ყველა ასაკისა და კულტურული ინტერესის მქონე მსმენელზე.




http://www.culture.gov.ge/
  / culturegovge  
http://twitter.com/#!/CULTUREgovge
   / culturegovge  
http://www.flickr.com/photos/cultureg...
http://www.myvideo.ge/?user_id=855045

ვიდეოები „culturegovge culturegovge"-ისგან