Soso Mikeladze – ყველაზე ლამაზი ხარ - სოსო მიქელაძე - Yvelaze Lamazi Xar

11/19/2020
Soso Mikeladze Official-ის მიერ

#ყველაზე #ლამაზი #გოგო
ტექსტი და მუსიკა: სოსო მიქელაძე
არანჟირება, ხმის რეჟისურა: ზაზა გოჩიტაშვილი
გიტარა: აჩი შრედერი
სტუდია: Z-Studio, 2020 აგვისტო/ნოემბერი

Written by: Soso Mikeladze
Arrangement: Zaza Gochitashvili
Guitar: Achi Shredder
Studio: Z-Studio, 2020 August/November

სიმღერის ტექსტი: https://wp.me/p2yRJ1-297
Русский дословный перевод: https://wp.me/p2yRJ1-297

ძვირფასო მეგობრებო!

პატივი მაქვს წარმოგიდგინოთ ჩემი ახალი სიმღერა „ყველაზე ლამაზი ხარ“, რომელიც აგერ უკვე რახანია ელის გამოსვლის წუთებს. სიმღერის გამოშვება ჯერ კიდევ სექტემბერში იგეგმებოდა, თუმცა სხვადასხვა საპატიო მიზეზის გამო ეს საქმე დღემდე ვერ მოხერხდა. ამჟამად, ღვთის წყალობით, ყველა სიძნელე გადალახულია, სიკეთემ გაიმარჯვა და შეგიძლიათ ისიამოვნოთ ჩვენი ერთობლივი, გუნდური ნამუშევრით.
განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო არანჟირების ავტორს @zaza gochitashvili-ს. მან სიმღერას ის დახვეწილი მუსიკალური აზრი, ფორმა, ჟღერადობა მიანიჭა, რომელიც მე ჩავიფიქრე სიმღერის დაწერის პროცესში და რომელიც აუცილებლად მონუსხავს ქართლი მუსიკის მრავალ ღირსეულ მოყვარულსა და შემფასებელს.
დიდი მადლობა ჩვენს ნიჭიერ გიტარისტს აჩი შრედერს; სიმღერა „ყველაზე ლამაზი ხარ“ - ეს ჩვენი უკვე მერამდენე ერთობლივი ნამუშევარია. აჩის საგიტარო პარტიები ნებისმიერ სიმღერას არაჩვეულებრივ ხიბლს და გამორჩეულ ეფექტს აძლევს.
ტრადიციისამებრ უღრმესი მადლობას ვუხდი ცისკარა უგრეხელიძეს, რომლის თანადგომა და მხარდაჭერა ყოველთვის გასდევს ჩემს მუსიკალურ შემოქმედებაზე.
მადლობა თქვენ, ჩემს ღირსეულ მსმენელს და გულშემატკვირს,
მადლობა ჩემი ოჯახის წევრებს, მეგობრებს!
დიდება უფალს, წყალობა ჩვენ!
გილოცავთ მოახლოებულ გიორგობას!

\"ყველაზე ლამაზი ხარ\" (სიმღერის ტექსტი)

I ნაწილი

ნატვრებში გასულა დრო,
და უკვე სულ სხვა დროც მოვიდა,
გული სულ გეძახდა რომ,
დავიწყება არ გამოუვიდა!

ვღელავდი, მტკიოდა მე,
და ვერაფრით ვბედავდი თქმას,
გთხოვ, ცოტა დრო დამითმე,
არ შემაჩერო, უნდა გითხრა:

მისამღერი:

ყველაზე ლამაზი ხარ,
ყველაზე სათუთი ხარ,
ყველაზე ლამაზი ხარ,
შენით მონუსხული ვარ,
ჩემი სიხარული ხარ!
ყველაზე ყველაზე ლამაზი...

II ნაწილი

სულ მაჩერებდა, მიჭერდა მე,
რიდი და ფიქრების გზა,
თუმცა ვიცოდი რომ ოდესმე,
დავიღვრებოდი აღიარების ზღვად.

და აი, უკვე ახლახანს ვთქვი,
ამდენი ხნის ნანატრი რამ,
ბედნიერი ვარ, რომ ბოლომდე ვთქვი,
და კიდევ მრავალჯერ უნდა ვთქვა...

მისამღერი: 2-ჯერ.

© საავტორო უფლებები დაცულია
გთხოვთ, ნუ გადაამრავლებთ (მოიპარავთ) კლიპს/სიმღერას;
ნუ ატვირთავთ აღებულ რგოლს თქვენს არხზე youtube-ზე ან facebook-ზე.
ეს არის ჩვენი არხის, როგორც ვიდეორგოლის მფლობელის, პრინციპული პოზიცია!
ნებისმიერ დროს შეგიძლიათ სიმღერის მოცემული ბმულის გაზიარება სოციალურ ქსელში.
ვიდეოს ან სიმღერის თქვენს არხზე დაკოპირების შემთხვევაში - გაუფრთხილებლად წაგეშლებათ რგოლი, რამაც შეიძლება გამოიწვიოს არხის დაბლოკვა.

   • Soso Mikeladze – ყველაზე ლამაზი ხარ -...  
ყველაზე ლამაზი ხარ - Soso Mikeladze – Yvelaze lamazi xar – Ты самая красивая