დარეჯან სუმბაძე. 08. კრიტიკის სახელმწიფო პოლიტიკა. ინფლაცია არენაზე. სამაგიერო ტკბილი სიტყვისთვის

09/08/2015
Dare Sumbadze-ის მიერ

(,,მეტალის პეპელა. ჩრდილიდან\", 2010, გვ. 62-65)

კრიტიკის სახელმწიფო პოლიტიკა. ინფლაცია არენაზე. სამაგიერო ტკბილი სიტყვისთვის

დანს, უშავესსარტყელიანს

*
თანახმა ვარ. ვილაპარაკო თქვენთვის მარტივი
გასაგები წინადადებით. ვისარგებლო
საყოველთაო მოწიწებით ანუ ტრანსპორტით.
სადაც თვალებს საპასუხო მოწიწებას ვუკარნახებდე.
მზად ვარ ვიქცე სწორედ იმად. სწორედ ისეთად
როგორადაც მიოცნებებდით ოცი წლის წინათ.
როცა ვარაუდს
არ შეეძლო ოცი წლის აქეთ წარმოდგენა.
როცა არენა იყო მარტივი:
პროჟექტორების. ნახერხიანი ქვაფენილის.
აბრეშუმის ძაბვისწრედების. რეკვიზიტების.
სანახაობის (თითქმის) გარეშეც.
მოკლედ: სილამიწიანი შორენკეცებით
მოფენილი იყო არენა.
მოფენილი ხანდახან მათით. და შენ: მონას
გამარჯვებულს და შემწყნარებელს
გზეიმობდნენ. ახლორიგიდან მეც მათ შორის:
ცერით ცისკენ ადენილი როგორც ითაკის მიწიდან კვამლი.
გამოხედვა: სიმშვიდიანი. ცხენები შვრიას შეექცეოდნენ
პურისპურად სამყოფი ფერით.
შენ შეგეძლო მოსვლა მარტივად. წინარიგთან
და სუფთა მზერის მუხლთან მოდრეკა.
როგორი სუფთაც შეუძლიათ მხოლოდ ჭაბუკებს
როცა რწმენა შესაძლებელის
გაღებული ერთგულებისთვის არ მოითხოვს სამაგიეროს
როცა თვალებს ხელეწიფებათ
სულისპურად სამყოფი ფერი.

* *
რამდენი მიწა უნდა გადახმეს
ერთი ცვარი რომ გულში ახარო,
ცაო მაღალო.
ან ერთი წვეთი სურნელებისთვის
რამდენი ვარდი უნდა გაწურო
დედავ
და წულო.
ან იმ სურნელმა რა უნდა მითხრას
უფრო სულმფენი ვიდრეა: ბაღი.
და მაინც გკითხავ:
რატომ ხარ მაღლა.
როცა -შორის გელოდებიან. როცა გნატრობენ.
დრო გავიდა. შენ აღარ მეტყვი:
რომ სიმძლავრეს ნაყოფივით,
უფრო ზუსტად იმედს სიმძლავრის
სულსწრაფები კერპებისთვის თაყვანისცემით.
ამპარტავნები მოლოდინით თუ მოიმკიან.
ან რომელია უფრო უჩინო:
ჩრდილი თუ ჩრდილი.
აქაც, აქამდეც. მასშემდეგაც.
ვიდრე უჩრდილო თავქვეშეთამდე.
დრო გავიდა. რა ხანია ლაპარაკობენ. შენ თუ არ მეტყვი,
რომ სიტყვებმა დაივიწყეს პირველი ძალა.
გაუფასურდნენ. გაიწელა ლარი. ვხმაურობთ.
თუ ამბობ იქნებ კიდეც ნიშნავს
...

02.07.08.

ტექსტი: https://www.facebook.com/darejan.sumb...
ჩემი გვერდი: https://www.facebook.com/darejan.sumb...