ყველაზე მოხუცი ცხოველები ★ ტოპ ფაქტები ★

03/17/2018
ტოპ ფაქტები-ის მიერ

► გამოიწერეთ ჩვენი არხი: https://www.youtube.com/c/TopFaqtebi?...
► ფეისბუქი: https://www.facebook.com/TopFaqtebi
► ინსტაგრამი: https://www.instagram.com/TopFaqtebi
► მაივიდეო: http://www.myvideo.ge/TopFaqtebi
----------
ვიდეოში ვისაუბრებთ ყველაზე მოხუცებულ და ასაკოვან ცხოველებზე:
10. თუთიყუში ჩარლი
ჩარლი 1899 წელს დაბადებული თუთიყუშია (macaw), ანუ ვიდეოს დამზადების მომენტში - 119 წლის. ის პიტერ ორამმა 1965 წელს, საკუთარი მაღაზიისთვის შეიძინა. თუმცა მალე სახლში გადაყვანა მოუწია, რადგან თუთიყუში განუწყვეტლივ აგინებდა ნაცისტებს. როგორც ამბობენ, ჩარლიმ გინება მეორე მსოფლიო ომის დროს, თვით უინსტონ ჩერჩილის კაბინეტში ცხოვრებისას ისწავლა.
9. მიკროავტობუსის ზომის ღრუბელი
3.7 მეტრის სიგანისა და 2.1 მეტრის სიგრძის ღრუბელი მსოფლიოს უდიდესი ღრუბელია. ის ჰავაის ახლოს, 2100 მეტრის სიღრმეზე აღმოაჩინეს. მკვლევარებს მისი ზუსტი ასაკის დადგენა გაუჭირდათ, თუმცა ზომის გათვალისწინებით ღრუბელი შესაძლოა რამდენიმე ათასი წლის იყოს. უფრო მომცრო ზომის ღრუბლის მაქსიმალური დადასტურებული ასაკი 2300 წელს აჭარბებს.
8. ლობსტერი ჯორჯი
2009 წელს ნაპოვნი ლობსტერი, რომელსაც ჯორჯი შეარქვეს, დაჭერის მომენტში სავარაუდოდ 140 წლის იყო. ჯორჯი კანადაში, ნიუფაუნდლენდის ახლოს დაიჭირეს და ნიუ-იორკში მდებარე რესტორანს მიყიდეს. ჯორჯი სპეციალურ აკვარიუმში მოათავსეს და მისი ნახვა და ფოტოების გადაღება ყველა მსურველს შეეძლო. 10 დღის შემდეგ ცხოველთა უფლებების დამცველი ორგანიზაციების თხოვნით ჯორჯი ატლანტის ოკეანეში გაუშვეს.
7. უსახელო ზვიგენი გრენლანდიიდან
გრენლანდიის სანაპიროებთან აღმოჩენილი უსახელო მდედრი ზვიგენი ხერხემლიანების ყველაზე ასაკოვან წარმომადგენლად ითვლება. ვარაუდობენ, რომ მისი დაბადების თარიღი 1501-დან 1744-წლამდე მერყეობს, ანუ მისი ასაკი სადღაც 274-სა და 517 წელს შორის მდებარეობს. გრენლანდიური ზვიგენები სიცოცხლის ხანგრძლივობით გამოირჩევიან და სექსუალურ სიმწიფეს 150 წლის ასაკში აღწევენ, ხოლო სიგრძეში ხშირად 5 მეტრს არ ჩამოუვარდებიან ხოლმე.
6. ალიგატორი მუჟა
ყველაზე ასაკოვანი ამერიკული ალიგატორი სერბიულ ზოოპარკში ბინადრობს. მისი სახელი მუჟაა და მისი სავარაუდო ასაკი 80 წელია. ის ბელგრადის ზოოპარკში 1937 წელს გადაიყვანეს გერმანიიდან, მსოფლიო ომის დაწყებამდე ორი წლით ადრე. მუჟა სამ დაბომბვასა და ბალკანეთის კრიზისს გადაურჩა. პირველი ორი დაბომბვის დროს, 1941 და 44 წლებში ზოოპარკში ყველა ცხოველი დაიღუპა ალიგატორის გარდა. 2012 წელს განგრენის გამო მუჟას მარჯვენა კიდური მოკვეთეს.
5. კუ ჯონათანი
ჯონათანი 1832 წელს დაიბადა და 186 წლისაა. ის წმ. ელენეს კუნძულზე ცხოვრობს, სადაც 1882 წელს ჩაიყვანეს. არსებობს მისი 1902 წელს გადაღებული ფოტოც. ჯონათანი წმ. ელენეს კუნძულის გუბერნატორის რეზიდენციაში, 5 სხვა კუსთან ერთად ცხოვრობს. 1991 წელს გუბერნატორს მდედრი კუ, ფრედერიკა აჩუქეს იმ იმედით, რომ ჯონათანი მასთან შეწყვილდებოდა. ჯო და ფრედერიკა დამეგობრდნენ, თუმცა შეწყვილება არ მომხდარა. რამდენიმე წლის შემდეგ აღმოაჩინეს, რომ ფრედერიკა სინამდვილეში მამრი კუ იყო.
4. სპილო დაკშაიანი
გინესის რეკორდი ყველა დროის ყველაზე ხანდაზმული სპილოს ტიტულით აზიურ სპილო ლინ ვენგს ეკუთვნის, რომელიც 2003 წელს, 86 წლის ასაკში გარდაიცვალა. მეორე მსოფლიო ომის დროს მას იაპონელები იყენებდნენ სხვადასხვა მასალის გადასაზიდად. ის 1943 წელს შეიპყრეს ჩინელებმა და 1954 წელს ტაივანის ზოოპარკში გადაიყვანეს, სადაც ის სიკვდილამდე დარჩა. მეორე 86 წლის სპილო დაკშაიანია, რომელიც, თუ ყველაფერი კარგად იქნება, ლინგ ვენს მალე ჩამოართმევს ტიტულს.
3. უსახელო ღამურა
2. ალბატროსი უიზდომი (სიბრძნე)
1. ვეშაპი, სახელად ბებია
----------
ჩვენი ფლეილისტები:
უჩვეულო ფაქტები:    • უჩვეულო ფაქტები  
უჩვეულო ადამიანები:    • უჩვეულო ადამიანები  
ცხოველები და მცენარეები:    • ცხოველები და მცენარეები  
ავტომობილები და ტრანსპორტი:    • ავტომობილები და ტრანსპორტი  
გეოგრაფია:    • გეოგრაფია  
თამაშები:    • თამაშები  
ისტორია:    • ისტორია  
სპორტი:    • სპორტი  
ფილმები და სერიალები:    • ფილმები და სერიალები  
ინტერნეტი:    • ინტერნეტი

ვიდეოები „ტოპ ფაქტები"-ისგან