ზუგდიდის ცენტრალური ბიბლიოთეკა 105 წლის გახდა

05/19/2017
Radio Atinati-ის მიერ

არტ-გალერეაში ზუგდიდის ცენტრალური ბიბლიოთეკის 105 წლის იუბილე აღნიშნეს. ღონისძიებაზე ზუგდიდის მერიამ სამი ღვაწლმოსილი ბიბლიოთეკარი: ნორა იოსავა, ბაბუცა უღრელიძე და ლიანა ქარჩავა მადლობის სიგელით დააჯილდოვა. მათ სიმბოლური საჩუქრები კობა ჯიქიამ გადასცა.

„წელს მეორედ აღვნიშნავთ ზუგდიდის ცენტრალური ბიბლიოთეკის იუბილეს. ვფიქრობ, როცა ჩვენ დავაფასებთ პენსიაზე გასულ ადამიანებს და მათ ღვაწლს, ბუნებრივია, ეს იქნება სტიმული დღეს მომუშავე ბიბლიოთეკარებისთვის,’’- განაცხადა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის სამსახურის უფროსმა ზამირა ღადუამ.

ცენტრალური ბიბლიოთეკის დირექტორის მანანა გვარამიას თქმით, წელს ცენტრალური ბიბლიოთეკის საცავების რეაბილიტაცია იწყება, ხოლო მომავალ წელს მას ახალი ფილიალიც დაემატება.

ღონისძიება ზუგდიდის მერიის კულტურის სამსახურის ორგანიზებით ჩატარდა


რადიო \"ათინათი\"
Website: http://radioatinati.ge/
Facebook:   / rado.atinati.  .
Google+: https://plus.google.com/u/0/116211701...
Twitter: https://twitter.com/

ვიდეოები „Radio Atinati"-ისგან