ბიბლიოთეკის ყოფილი თანამშრომელი ადგილობრივ ხელისუფლებას პოლიტიკურ ზეწოლაში ადანაშაულებს
ზუგდიდის ცენტრალური ბიბლიოთეკის უკვე ყოფილი თანამშრომელი, სამკითხველო დარბაზის მთავარი სპეციალისტი ზეინაბ მორგოშია, რომელსაც ახლად შექმნილ აიპიში ხელშეკრულება არ გაუგრძელდა, სამსახურიდან გათავისუფლებაში ადგილობრივ ხელისუფლებას და პირადად მამუკა წოწერიას ადანაშაულებს. ამის შესახებ მან დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მისი მტკიცებით, წოწერიამ ის პირადი მოტივით სამსახურიდან ბიბლიოთეკის მართვის ცენტრის ამჟამინდელი ხელმძღვანელის მადონა მაქაცარიას საშუალებით გაუშვა. ეს ფაქტი კი მის მეუღლეს, ალიოშა ალანიას უკავშირდება, რომელიც სოფელ ოქტომბრის მაჟორიტარ დეპუტატად „თავისუფალი საქართველოდან“ იყრიდა კენჭს, როცა სოფლის მაჟორიტარი წოწერია იყო. „20 წლის გამოცდილება მაქვს და მათ ჩემი გათავისუფლების საფუძველი არ ჰქონდათ. თითქოს, შტატები უნდა შეემცირებინათ და იზრდება. მე ერთადერთი ვარ, ვისაც ხელშეკრულება არ გაუგრძელდა“, - აღნიშნა მორგოშიამ. მისივე თქმით, მას შემდეგ, რაც ამის შესახებ საჯაროდ განაცხადა, მის ოჯახს საფრთხე ემუქრება და ცენტრალურ ხელისუფლებას ოჯახის უსაფრთხოების უზრუნველყოფას სთხოვს, ბრძოლას კი სამართლებრივი გზით განაგრძობს. რაც შეეხება საკრებულოს თავმჯდომარესა და ქალაქის მერს, ისინი აღნიშნულთან დაკავშირებით კომენტარს არ აკეთებენ. რადიო "ათინათი" Website: http://radioatinati.ge Facebook: https://www.facebook.com/Rado.ATINATI Google +: https://plus.google.com/u/0/116211701... Twitter: https://twitter.com/
Radio Atinati-ის სხვა ვიდეოები
აუტიზმის სპექტრის მქონე ბავშვებისთვის ზუგდიდის მე-...
ედიშერ თოლორაია: ხმა მივეცი ზუგდიდის განვითარებას
ედიშერ თოლორაია განმუხურში მოსახლეობას შეხვდა
თოლორაიას საკრებულოს წევრის უფლებამოსილება არ შეუწ...
ედიშერ თოლორაიამ სხდომის წევრებისგან შენიშვნები და...
ლალი ანთია: მილების ქურდობა ედიშერ თოლორაიას უკავშ...
„თვითმმართველი ქალაქის გაუქმებიდან კანონპროექტის ჩ...
ექიმი:ზუგდიდის ინფექციურში მოთავსებული პაციენტების...
მსგავსი ვიდეოები
მაქაცარია: თანამშრომელს ხელშეკრულება იმიტომ არ გავუგრძელე, რ...
Radio Atinati
სასამართლომ ზუგდიდის ბიბლიოთეკიდან გათავისუფლებული თანამშრომ...
Radio Atinati
ალექსანდრე მოწერელიამ უკმაყოფილო მოქალაქეები სასაუბროდ გუბერ...
Radio Atinati
ბიბლიოთეკის თანამშრომელი: სამსახურში აღდგენის პირველ დღეს ს...
Radio Atinati
ეროვნული ბიბლიოთეკის ყოფილი დაცვის თანამშრომელი და უცნობი პი...
NPLG Official
#ყველაკითხვა განაჩენი - კრემლის აგენტი / რატომ განადგურდა უშ...
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
დავით გარეჯის საქმე
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ყოფილი საჯარო მოხელეები სამსახურში აღდგენასა და მოქმედი თანა...
Radio Atinati