ბიბლიოთეკის თანამშრომელი: სამსახურში აღდგენის პირველ დღეს სამუშაო გარემო არ დამხვდა
ააიპ ბიბლიოთეკების მართვის ცენტრიდან გათავისუფლებული თანამშრომელი ზეინაბ მორგოშიას, რომელიც სამი ინსტაციის სასამართლომ სამსახურში აღადგინა, დღეს პირველი სამუშაო დღე აქვს. მისი მტკიცებით, პროვოკაცია შეგნებულად მოუწყეს და შესაბამისი სამუშაო გარემო არ დაახვედრეს. როგორც მორგოშიამ ჟურნალისტებს უთხრა, მან საკანცელარიო ნივთები მოითხოვა და იკითხა, სად უნდა დამჯდარიყო, თუმცა კონკრეტული ადგილი არ მიუთითებიათ. „ძალიან მძიმე დღე იყო, ამაღლებული განწყობით შემოვედი, მოვითხოვე ბიბლიოთეკარის სამუშაო გარემო, მაგრამ მიმითითეს ხან სად, ხან სად. ეს იყო ჩემი, როგორც ბიბლიოთეკარის უფლებების შელახვა და მივმართავ უფლებადამცველს“, - აღნიშნა მორგოშიამ. განყოფილების გამგემ ქეთევან კვარაცხელიამ კამერებთან კომენტარის გაკეთება არ ისურვა, თუმცა, აღნიშნა, რომ ბიბლიოთეკის სამკვითხველო დარბაზში მორიგეობაა და საკუთარი უფლება-მოვალეობები ყველას განემარტება. „მაგიდა არ იყო ცალკე გამოყოფილი, მაგრამ უკვე ყველაფერი მოგვარებულია, მორიგეობაა გაცემაზე, მომსაუხრებაზე და არა იმაზე, სად დაბრძანდეს და სად არა“, - თქვა ცენტრის დირექტორმა მადონა მაქაცარიამ. ზუგდიდის ცენტრალური ბიბლიოთეკის ყოფილი თანამშრომელი, სამკითხველო დარბაზის მთავარი სპეციალისტი ზეინაბ მორგოშია, რომელსაც ახლად შექმნილ აიპიში ხელშეკრულება არ გაუგრძელდა, სამსახურიდან გათავისუფლების მიზეზად პოლიტიკურ მოტივს ასახელებდა. "ბიბლიოთეკების მართვის ცენტრის" დირექტორი მადონა მაქაცარია ბრალდებას უარყოფდა. მისი მტკიცებით, მორგოშიას ხელშეკრულება იმ განცხადების საფუძველზე არ გაუგრძელდა, რომლითაც ამ უკანასკნელმა მერს მიმართა. ზეინაბ მორგოშიას ბიბლიოთეკების მართვის ცენტრმა განაცდური ოთხი ათასი ლარიც უნდა აუნაზღაუროს. რადიო "ათინათი" Website: http://radioatinati.ge/ Facebook: / rado.atinati Google+: https://plus.google.com/u/1/ Twitter: / atinati1059 Instagram: / radioatinati1059fm
Radio Atinati-ის სხვა ვიდეოები
აუტიზმის სპექტრის მქონე ბავშვებისთვის ზუგდიდის მე-...
ედიშერ თოლორაია: ხმა მივეცი ზუგდიდის განვითარებას
ედიშერ თოლორაია განმუხურში მოსახლეობას შეხვდა
თოლორაიას საკრებულოს წევრის უფლებამოსილება არ შეუწ...
ედიშერ თოლორაიამ სხდომის წევრებისგან შენიშვნები და...
ლალი ანთია: მილების ქურდობა ედიშერ თოლორაიას უკავშ...
„თვითმმართველი ქალაქის გაუქმებიდან კანონპროექტის ჩ...
ექიმი:ზუგდიდის ინფექციურში მოთავსებული პაციენტების...
მსგავსი ვიდეოები
ყოფილი საჯარო მოხელეები სამსახურში აღდგენასა და მოქმედი თანა...
Radio Atinati
სასამართლომ ზუგდიდის ბიბლიოთეკიდან გათავისუფლებული თანამშრომ...
Radio Atinati
მაქაცარია: თანამშრომელს ხელშეკრულება იმიტომ არ გავუგრძელე, რ...
Radio Atinati
#ახალიდღე ყველაფერი გურულების შესახებ
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
დავით გარეჯის საქმე
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
#არჩევნები2020 საარჩევნო კამპანია
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ტოლერანტობის ქომაგ მედიასაშუალებად „სტუდია რეს“ ტელედისკუსია...
Studio Re - სტუდია რე
#ყველაკითხვა განაჩენი - კრემლის აგენტი / რატომ განადგურდა უშ...
პირველი არხი Georgian Public Broadcaster