მაქაცარია: თანამშრომელს ხელშეკრულება იმიტომ არ გავუგრძელე, რომ მერთან წინასწარ მიჩივლა
ბიბლიოთეკების მართვის ცენტრის დირექტორი მადონა მაქაცარია სამკითხველო დარბაზის ყოფილი მთავარი სპეციალისტის ზეინაბ მორგოშიას ბრალდებას სამსახურიდან მისი პოლიტიკური მოტივით გათავისუფლებასთან დაკავშირებით უარყოფს. მისი მტკიცებით, მორგოშიას ხელშეკრულება იმ განცხადების საფუძველზე არ გაუგრძელდა, რომლითაც ამ უკანასკნელმა მერს მიმართა. „რეორგანიზაციამდე ზეინაბ მორგოშია მოვიდა და მითხრა, რომ ალიოშა ალანიას მეუღლე იყო და ჰქონდა ინფორმაცია, რომ ამ მიზეზით არ ავიყვანდი სამსახურში. მე მას ვუთხარი, რომ მსგავსი რამ ჩემი მხრიდან გამორიცხული იყო და მისი სახელი და გვარი ჩანივიშნე. ერთი კვირის შემდეგ კი მან მერს წერილი გაუგზავნა, სადაც ითხოვდა პასუხს, რატომ არ გავუგრძელეთ ხელშეკრულება, როცა თანამშრომლების აყვანა დაწყებულიც არ იყო. სწორედ ამის გამო აღარ გავუგრძელეთ ხელშეკრულება. სხვა მიზეზი არ ყოფილა“, - უთხრა ჟურნალისტებს მაქაცარიამ. ზუგდიდის ცენტრალური ბიბლიოთეკის უკვე ყოფილი თანამშრომელი, სამკითხველო დარბაზის მთავარი სპეციალისტი ზეინაბ მორგოშია, რომელსაც ახლად შექმნილ აიპიში ხელშეკრულება არ გაუგრძელდა, სამსახურიდან გათავისუფლების მიზეზად პოლიტიკურ მოტივს ასახელებს და ადგილობრივ ხელისუფლებას ადანაშაულებს. რადიო "ათინათი" Website: http://radioatinati.ge Facebook: https://www.facebook.com/Rado.ATINATI Google +: https://plus.google.com/u/0/116211701... Twitter: https://twitter.com/
Radio Atinati-ის სხვა ვიდეოები
აუტიზმის სპექტრის მქონე ბავშვებისთვის ზუგდიდის მე-...
ედიშერ თოლორაია: ხმა მივეცი ზუგდიდის განვითარებას
ედიშერ თოლორაია განმუხურში მოსახლეობას შეხვდა
თოლორაიას საკრებულოს წევრის უფლებამოსილება არ შეუწ...
ედიშერ თოლორაიამ სხდომის წევრებისგან შენიშვნები და...
ლალი ანთია: მილების ქურდობა ედიშერ თოლორაიას უკავშ...
„თვითმმართველი ქალაქის გაუქმებიდან კანონპროექტის ჩ...
ექიმი:ზუგდიდის ინფექციურში მოთავსებული პაციენტების...
მსგავსი ვიდეოები
ბიბლიოთეკის თანამშრომელი: სამსახურში აღდგენის პირველ დღეს ს...
Radio Atinati
სასამართლომ ზუგდიდის ბიბლიოთეკიდან გათავისუფლებული თანამშრომ...
Radio Atinati
ბიბლიოთეკის ყოფილი თანამშრომელი ადგილობრივ ხელისუფლებას პოლი...
Radio Atinati
ყოფილი საჯარო მოხელეები სამსახურში აღდგენასა და მოქმედი თანა...
Radio Atinati
"ნაციონალური მოძრაობის" ზუგდიდის ოფისის კარი გატეხეს
Radio Atinati
გვარის ისტორია - მაქაცარია
Radio Atinati
მაქაცარია გამოძიებასთან ითანამშრომლებს
TV IMEDI
მაქაცარია წავიდა
netgazeti ge