„გამჭვირვალობა“: თვითმმართველობის საქმიანობაში მოქალაქეთა ჩართულობა დაბალია
,,საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ’’ სამეგრელო-ზემო სვანეთის მუნიციპალიტეტებში გადაწყვეტილების მიღების პროცესში მოქალაქეთა ჩართულობის შესახებ ანგარიში წარადგინა. ორგანიზაციის ადგილობრივი ოფისის ხელმძღვანელის არჩილ თოდუას განმარტებით, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა საქმიანობაში მოქალაქეთა ჩართულობის თვალსაზრისით რამდენიმე მნიშვნელოვანი პრობლემა არსებობს, მათ შორის, არაიმფორმირებულობა და მოქალაქეების ჩართულობის მექანიზმების არაეფექტურობა. ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ მოქალაქეები უემტეს შემთხვევაში, პეტიციით ითხოვენ არა სამართლებრივ რეგულირების ცვლილებას, არამედ ინფრასტრუქტურული სამუშაოების განხორციელებას. „პეტიციის გამოყენების შემაფერხებელია დათქმა, იმის თაობაზე, რომ მისი წარდგენის უფლება აქვთ კონკრეტულ თვითმართველ ერთეულში რეგისტრირებული ამომრჩევლების 1 პროცენტს. ამ მექანიზმის გასაუმჯობესლებად საჭიროა მოსახლეობის უფრო მცირე ჯგუფს შეეძლოს პეტიციის წარდგენის უფლება“, - აღნიშნა თოდუამ. კვლევაში ჩართულობის ერთ-ერთ მექნიზმზე - დასახლების საერთო კრებაზე ნათქვამია, რომ ის მუნიციპალიტეტების უმრავლესობაში საერთოდ არ გამართულა, ხოლო იქ, სადაც ჩატარდა, უმრავლეს შემთხვევაში ინიციატორი არა მოქალაქეთა ჯგუფი, არამედ მუნიციპალიტეტის გამგებელი იყო. რაც შეეხება საკრებულოს წევრთა შეხვედრებს ამომრჩეველთან, ორგანიზაციაში თვლიან, რომ აუცილებელია შეხვედრის ოქმია შევსება, რასაც დეპუტატები ხშირ შემთხვევაში არ ადგენენ. „საჭიროა ოფიციალურ დოკუმენტში აისახოს შეხვედრაზე განხილული საკითხები და ამომრჩეველთა მიერ გამოთქმული მოსაზრებები“, - თქვა თოდუამ. გარდა ამისა, ორგანიზაციის ინფორმაციით, დაბალია მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პროექტის შემუშავებასა და განხილვაში მოქალაქეების ჩართულობა. „აღნიშნულ პროცესში მოქალაქეთა ჩართულობის ერთგვარი წახალისების მიზნით ნაბიჯები უნდა გადაიდგას მუნიციპალიტეტის მხრიდანაც, რათა საკრებულოს მიერ მიღებული საბოლოო დოკუმენტი მაქსიმალურად ასახავდეს მოქალაქეთა ყველა ჯგუფის წინაშე მდგარ საჭიროებებს, ამ მიზნით“, - თქვა თოდუამ. ორგანიზაციის რეკომენდაციით, საკანონმდებლო რეგულაციები უნდა იყოს იმდაგვარი, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა საქმიანობაში მოქალაქეთა ჩართულობის პროცესი რამდენიმე ეტაპად დაიყოს, მაგალითად: პრობლემის იდენტიფიცირება, პროექტებისა და ალტერნატივების შექმნა, საბიუჯეტო და ფინანსური დაგეგმარება, განხორციელება; პროექტის მიმდინარეობის მონიტორინგი და შეფასება. Website: http://radioatinati.ge/ Facebook: https://www.facebook.com/Rado.ATINATI... Google+: https://plus.google.com/u/0/116211701... Twitter: https://twitter.com/
Radio Atinati-ის სხვა ვიდეოები
აუტიზმის სპექტრის მქონე ბავშვებისთვის ზუგდიდის მე-...
ედიშერ თოლორაია: ხმა მივეცი ზუგდიდის განვითარებას
ედიშერ თოლორაია განმუხურში მოსახლეობას შეხვდა
თოლორაიას საკრებულოს წევრის უფლებამოსილება არ შეუწ...
ედიშერ თოლორაიამ სხდომის წევრებისგან შენიშვნები და...
ლალი ანთია: მილების ქურდობა ედიშერ თოლორაიას უკავშ...
„თვითმმართველი ქალაქის გაუქმებიდან კანონპროექტის ჩ...
ექიმი:ზუგდიდის ინფექციურში მოთავსებული პაციენტების...
მსგავსი ვიდეოები
საკრებულოს კომისიის შეხვედრა არასამთავრობო სექტორთან
Radio Atinati
ზუგდიდის საკრებულომ შესაძლოა გასვლითი სხდომები ჩაატაროს
Radio Atinati
არიან თუ არა ჩართული მოქალაქეები ად. თვითმმართველობების მუშა...
Mega TV - ტელეკომპანია მეგა
საკრებულოს ფრაქციამ "ზუგდიდი"ელექტრონული პეტიციის ინიციატივა...
Radio Atinati
სამეგრელო-ზემო სვანეთში ბოლო 4 წლის სავარაუდო კორუფციული ფაქ...
Transparency International Georgia
ბოლო 4 წლის სავარაუდო კორუფციული ფაქტები სამცხე-ჯავახეთში
Transparency International Georgia
მერაბ ქვარაია თვითმმართველობის კოდექსზე: უნდა შევეგუოთ იმას,...
Radio Atinati
მარტვილის მერიის საქმიანობა, გამოწვევები და ოპოზიციის შეფასე...
Radio Atinati