მერაბ ქვარაია თვითმმართველობის კოდექსზე: უნდა შევეგუოთ იმას, რაც მოხდა
,,უნდა შევეგუოთ იმას, რაც მოხდა’’- ასე უპასუხა მაჟორიტარმა დეპუტატმა მერაბ ქვარაიამ თვითმმართველობის კოდექსში შესულ ცვილებებთან დაკავშირებულ კითხვას,რომელთა თანახმად შვიდ თვითმმართველ ქალაქს სტატუსი გაუუქმდება. „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ ზუგდიდის ორგანიზაციის თავმჯდომარემ არჩილ თოდუამ დეპუტატს ჰკითხა, თუ რას ფიქრობდა ის ხალხის უარყოფით განწყობაზე, რომელიც თვითთმმართველობის რეფორმას მოჰყვა. ქვარაიამ მას უპასუხა, რომ საჭირო იყო მეტი ინფორმირებულობა. მისივე თქმით, შესაძლებელი იყო, რომ არჩევნებამდე არ გატარებულიყო აღნიშნული რეფორმა. ,, შევეგუოთ იმას, რაც მოხდა, დავსხდეთ, ვისაუბროთ, ვიმსჯელოთ და მეც მზად ვარ ვიმუშაო თქვენთან ერთად. დემოკრატიასთან რა შუაშია მმართველობითი რგოლის შეცვლა, თუ გამჭვირვალე იქნება თვითმმართველობის საქმიანობა’’- თქვა ქვარაიამ. პარლამენტის წევრი მერაბ ქვარაია ზუგდიდის ტექნოპარკში საზოგადოებას მუშაობის ანგარიშს აცნობს და მათ კითხვებს პასუხობს. ის, ასევე, საკუთარი ბიუროს საქმიანობის სამომავლო გეგმებსა და მიმდინარე პროექტებზე საუბრობს. რადიო "ათინათი" Website: http://radioatinati.ge/ Facebook: / rado.atinati. . Google+: https://plus.google.com/u/0/116211701... Twitter: https://twitter.com/
Radio Atinati-ის სხვა ვიდეოები
აუტიზმის სპექტრის მქონე ბავშვებისთვის ზუგდიდის მე-...
ედიშერ თოლორაია: ხმა მივეცი ზუგდიდის განვითარებას
ედიშერ თოლორაია განმუხურში მოსახლეობას შეხვდა
თოლორაიას საკრებულოს წევრის უფლებამოსილება არ შეუწ...
ედიშერ თოლორაიამ სხდომის წევრებისგან შენიშვნები და...
ლალი ანთია: მილების ქურდობა ედიშერ თოლორაიას უკავშ...
„თვითმმართველი ქალაქის გაუქმებიდან კანონპროექტის ჩ...
ექიმი:ზუგდიდის ინფექციურში მოთავსებული პაციენტების...
მსგავსი ვიდეოები
ბიუროს გახსნაზე ქვარაიას კითხვები თვითმმართველობის რეფორმაზე...
Radio Atinati
ზუგდიდში მერაბ ქვარაიას ბიურო გაიხსნა
Radio Atinati
მოქალაქე მერაბ ქვარაიას: თქვენ ბრძანდებით არასრულფასოვანი ქა...
Radio Atinati
ზუგდიდის მაჟორიტარი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენ...
Radio Atinati
ქალაქის მაჟორიტარი მერიასა და საკრებულოში საკონსულტაციო ოთახ...
Radio Atinati
„ენმ“-მ მერაბ ქვარაია კორუფციაში დაადანაშაულა
Radio Atinati
მაჟორიტარის ბიუროში გარემოვაჭრეებთან შეხვედრა კონკრეტული შედ...
Radio Atinati
ზუგდიდის მუნიციპალური ქონება და ფისკალური დეცენტრალიზაციის პ...
Radio Atinati