ბიუროს გახსნაზე ქვარაიას კითხვები თვითმმართველობის რეფორმაზეც დაუსვეს
ქალაქ ზუგდიდის მაჟორიტარმა დეპუტატმა ბიუროს გახსნაზე შეხვედრის მონაწილეების შეკითხვებს უპასუხა. მერაბ ქვარაიას საზოგადოება „ზუგდიდელის“ წევრმა ვაჟა ფიფიამ კითხვა სხვადასხვა საკითხთან ერთად თვითმმართველობის მოსალოდნელ რეფორმაზეც დაუსვა. აქვე მან ზუგდილელების პოზიციაც დააფიქსირა და აღნიშნა, რომ ისინი თვითმმართველი ქალაქის სტატუსის შენარჩუნებას მოითხოვენ. ენმ-ის წევრის ანი წითლიძის კითხვაზე, როგორ აფასებს ხელისუფლების მოსალოდნელ ნაბიჯს, მერაბ ქვარაიამ უპასუხა, რომ ზუგდიდელებს შიშის საფუძველი არ აქვთ, რადგან ნებისმიერი ინიციატივა, რომელსაც ხელისუფლება წარმოადგენს, თვითმმართველობის გაძლიერებისკენ იქნება მიმართული. „მე, უმრავლესობასთან ერთად, ვიყავი ვარ და ვიქნები იმ კურსის მომხრე, რომ იყოს ქვეყანაში მაღალი დონის თვითმმართველობა, რეგიონული განვითარების უფრო მეტი შესაძლებლობა. ყველა ცვლილება, რომელსაც ხელისუფლება განახორციელებს, იქნება სწორედ ამისკენ მიმართული და რაიმე ტიპის თავს მოხვეული გადაწყვტილებები გამორიცხულია“, - განმარტა ქვარაიამ. მისივე თქმით, მას შემდეგ, რაც აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით კანონპროექტი პარლმანეტში შევა, კანონმდებლები ადგილობრივი თვითმმართველობების წარმომადგენლებთან და საზოგადოების სხვა წევრებთან მოსალოდნელი ცვლილებების შესახებ კონსულტაციებს გამართავენ და გადაწყვეტილებას დეტალური განხილვის შემდეგ მიიღებენ. ცნობისთვის, მთავრობა თვითმმართველობის რეფორმაზე მუშაობს, რომლის მიხედვითაც 7 თვითთმმართველ ქალაქს სტატუსი გაუუქმდება. ბოლოს თვითმმართველობის რეფორმა ქვეყანაში 2017 წელს განხორციელდა, რომლის ფარგლებში მუნიციპალიტეტები გაიყო და ახალი თვითმმართველი ქალაქები შეიქმნა. რადიო "ათინათი" Website: http://radioatinati.ge/ Facebook: https://www.facebook.com/Rado.ATINATI... Google+: https://plus.google.com/u/0/116211701... Twitter: https://twitter.com/
Radio Atinati-ის სხვა ვიდეოები
აუტიზმის სპექტრის მქონე ბავშვებისთვის ზუგდიდის მე-...
ედიშერ თოლორაია: ხმა მივეცი ზუგდიდის განვითარებას
ედიშერ თოლორაია განმუხურში მოსახლეობას შეხვდა
თოლორაიას საკრებულოს წევრის უფლებამოსილება არ შეუწ...
ედიშერ თოლორაიამ სხდომის წევრებისგან შენიშვნები და...
ლალი ანთია: მილების ქურდობა ედიშერ თოლორაიას უკავშ...
„თვითმმართველი ქალაქის გაუქმებიდან კანონპროექტის ჩ...
ექიმი:ზუგდიდის ინფექციურში მოთავსებული პაციენტების...
მსგავსი ვიდეოები
ბიუროს სხდომა
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ბიუროს სხდომაზე დეპუტატები ახალ საკანონმდებლო ინიციატივას გა...
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ბიუროს სხდომა
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ბიუროს სხდომაზე დღეს საპარლამენტო კომიტეტების შემადგენლობა ა...
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ბიუროს სხდომა
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ბიუროს სხდომა და მსჯელობა საგანგებო რეჟიმის გახანგრძლივებაზე
Ajara TV
ბიუროს სხდომა
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ბიუროს სხდომა
პირველი არხი Georgian Public Broadcaster