ზუგდიდში მერაბ ქვარაიას ბიურო გაიხსნა

21.04.2017 02:04

ქალაქ ზუგდიდის მაჟორიტარმა დეპუტატმა მერაბ ქვარაიამ ბიურო გახსნა. შეხვედრას ადგილობრივი თვითმმართველობის, არასამთოვრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და სხვა მოქალაქეები დაესწრნენ. მაჟორიტარმა სტუმრებს ბიუროს თანამშრომლებიც წარუდგინა. ბიუროს ჯონი ჯიქია უხელმძღვანელებს. „ბიუროს მუშაობის ფარგლებში დაიგეგმება შეხვედრები მაჟორიტარ დეპუტატთან, რის შესახებაც წინასწარ იქნება ცნობილი. ჩვენ გვექნება მჭიდრო კომუნიკაცია ჩვენს მოქალაქეებთან, რათა მაქსიმალურად გამოვიყენოთ შესაძლებლობა, რომელიც მაჟორიტარ დეპუტატსა და პარლამენტის წევრს აქვს“, - განაცხადა ქვარაიამ. მაჟორიტარი დეპუტატის ბიურო ზუგდიდის ცენტრალური ბიბლიოთეკის შენობაშია განთავსებული და ის მოქალაქეებს ყოველ სამუშაო დღეს, 10-დან 18 საათამდე მიიღებს. „ორშაბათიდან შეეძლებათ მოქალაქეებს მოვიდნენ და საკუთარი პრობლემები გაგვაცნონ, ჩვენ კი, შეძლებისდაგვარად, მათ დავეხმარებით ადგილობრივ თვითმმართველობასთან შუამდგომლობას გავუწევთ“, - აღნიშნა ჯიქიამ. ქვარაიამ პარლამენტში საკუთარი საქმიანობისა და სამომავლო გეგმების შესახებ ისაუბრა. ღონისძიება ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) მხარდაჭერითა და დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK-ad-ის ფინანსური ხელშეწყობით განხორციელდა. რადიო "ათინათი" Website: http://radioatinati.ge/ Facebook: https://www.facebook.com/Rado.ATINATI... Google+: https://plus.google.com/u/0/116211701... Twitter: https://twitter.com/

გაზიარება:

მსგავსი ვიდეოები

„თვითმმართველი ქალაქის გაუქმებიდან კანონპროექტის ჩაგდებამდე“ - პროტესტი მერაბ ქვარაიას ბიუროსთან

„თვითმმართველი ქალაქის გაუქმებიდან კანონპროექტის ჩაგდებამდე“...

Radio Atinati

„ქართული ოცნების“ ლიდერებმა კონფერენციის შემდეგ ზუგდიდი უკომენტაროდ დატოვეს
02:06

„ქართული ოცნების“ ლიდერებმა კონფერენციის შემდეგ ზუგდიდი უკომ...

Radio Atinati

„შეცვალეს“ აქცია ზუგდიდში მაჟორიტარი დეპუტატის მერაბ ქვარაიას ბიუროსთან
01:20

„შეცვალეს“ აქცია ზუგდიდში მაჟორიტარი დეპუტატის მერაბ ქვარაია...

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

მაჟორიტარის ბიუროში გარემოვაჭრეებთან შეხვედრა კონკრეტული შედეგის გარეშე დასრულდა
02:09

მაჟორიტარის ბიუროში გარემოვაჭრეებთან შეხვედრა კონკრეტული შედ...

Radio Atinati

ზუგდიდის მაჟორიტარი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა
02:20

ზუგდიდის მაჟორიტარი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენ...

Radio Atinati

აქცია ზუგდიდში, მაჟორიტარი დეპუტატის, მერაბ ქვარაიას ბიუროსთან

აქცია ზუგდიდში, მაჟორიტარი დეპუტატის, მერაბ ქვარაიას ბიუროსთ...

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

მერაბ ქვარაია თვითმმართველობის კოდექსზე: უნდა შევეგუოთ იმას, რაც მოხდა
02:44

მერაბ ქვარაია თვითმმართველობის კოდექსზე: უნდა შევეგუოთ იმას,...

Radio Atinati

ზუგდიდში მოშიმშილე დევნილები მერაბ ქვარაიას პირობის შესრულებას ელოდებიან
01:15

ზუგდიდში მოშიმშილე დევნილები მერაბ ქვარაიას პირობის შესრულებ...

Radio Atinati

ყველა ვიდეო