ბოლო 4 წლის სავარაუდო კორუფციული ფაქტები სამცხე-ჯავახეთში

09/29/2021

📣 წარმოგიდგენთ სამცხე-ჯავახეთის რეგიონის მუნიციპალიტეტებში კორუფციულ რისკებსა და თვითმმართველობის საქმიანობაზე ბოლო 4 წლის განმავლობაში ჩვენი დაკვირვების შედეგებს

💰 „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ” 2018-2021 წლებში სამცხე-ჯავახეთის მუნიციპალიტეტების ტენდერებში სავარაუდო კორუფციული გარიგებების შესახებ 9 კვლევა გამოაქვეყნა. „ოცნების“ მაღალჩინოსნებთან კავშირში მყოფმა, ასევე, ყოფილი თანამდებობის პირებთან დაკავშირებულმა კომპანიებმა სხვადასხვა პერიოდში სახელმწიფო შესყიდვებით ჯამში 148 127 120 ლარი მიიღეს

ვრცლად გაეცანით: ⬇

🔸 ახალციხის მერის კომპანიები ახალციხეში ტენდერებს იგებენ - bit.ly/2xWqw8E

🔸 სამცხე-ჯავახეთში თანამდებობის პირების ძმების კომპანიები ტენდერებს იგებენ - bit.ly/2SNehCx

🔸 ახალციხის მერის მრჩევლის კომპანია ახალციხეში ტენდერებს იგებს - bit.ly/3fwfsQm

🔸 ენზელ მკოიანის საწვავის ბიზნესი ჯავახეთში - დეპუტატის ოჯახის კომპანიებმა ბიუჯეტიდან 2 მლნ ლარზე მეტი მიიღეს - bit.ly/2UceUaj

🔸 ნინოწმინდის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის ტელევიზია ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში ტენდერებს უკონკურენტოდ იგებს - bit.ly/30ijntn

🔸 „ქართული ოცნების” დამფინანსებლების და ყოფილი მაღალჩინოსნების კომპანიები შიდა ქართლში და სამცხე-ჯავახეთში სამშენებლო ტენდერებს იგებენ - bit.ly/3hZx0HC

🔸 სამცხე-ჯავახეთის მუნიციპალიტეტები ივანიშვილის აშენებულ სარაგბო ბაზას აფინანსებენ - bit.ly/2XPEVAc

🔸 აბასთუმანში ბიძინა ივანიშვილის დაგეგმილ პროექტებში ჩართული კომპანია „არალი” მილიონიან ტენდერებს უკონკურენტოდ იგებს - bit.ly/3kFNBSF

🔸 სამცხე-ჯავახეთში კორუფციისთვის ნასამართლევი პირები სახელმწიფო შესყიდვებს იღებენ - bit.ly/3d21Htc

🕵 2021 წელს, სამცხე-ჯავახეთში, მუნიციპალიტეტების მერიებისა და საკრებულოების თანამდებობის პირების 144 დეკლარაცია შევისწავლეთ. 49 დეკლარაციაში დარღვევა და ფაქტობრივი უზუსტობა აღმოვაჩინეთ. 27 პირთან მიმართებაში თანამდებობრივი შეუთავსებლობის შემთხვევა გამოვავლინეთ

ვრცლად გაეცანით: ⬇

🔸 სამცხე-ჯავახეთის მუნიციპალიტეტებში თანამდებობის პირების არასრულად შევსებული დეკლარაციები და შეუთავსებელი საქმიანობა - bit.ly/3zL4Mqd

💸 „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ” გამოიკვლია, რომ სახელმწიფო შესყიდვებში გამოვლენილი დარღვევებისა და ბიუჯეტის თანხების მითვისებისთვის გასამართლებულმა ოთხმა პირმა, 80 სახელმწიფო შესყიდვიდან 7 442 197 ლარი მიიღო
ვრცლად გაეცანით:

🔸 სამცხე-ჯავახეთში კორუფციისთვის ნასამართლევი პირები სახელმწიფო შესყიდვებს იღებენ - bit.ly/3d21Htc

🔸 „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ” ორჯერ შეაფასა 2017 წლის მოწვევის ახალციხის საკრებულოს საქმიანობა და რეკომენდაციები წარადგინა

ვრცლად გაეცანით: ⬇

🔸 ახალციხის საკრებულოს 2020 წლის საქმიანობის შეფასება - bit.ly/3i0skBc

🔸 ახალციხის საკრებულოს 2018-2019 წლების საქმიანობის შეფასება - bit.ly/3lSZcwY

#დაასრულეკორუფცია #აკონტროლეთვითმმართველობა

ვიდეოები „Transparency International Georgia"-ისგან