საუბრები ჩოხასთან: ივანე მაჩაბლის გაუჩინარების ვერსიები.საუბრობს ისტორიკოსი ვლასი ვაწაძე

07/25/2020

საუბრები ჩოხასთან. მეორე ბლოგი: ივანე მაჩაბლის გაუჩინარების ვერსიები,'მოკლეს,დაიკარგა,თუ.....რა გახდა გახდა მიზეზი მისი გაუჩინარების. გამოიძიოთ ერთად. 1898 წლის 26 ივნისის ქრონოლოგია. ერთ ერთი ვერსიით ივანეს აკაკი წერეთელი სტუმრობდა. ივანე ცხოვრობდა დღევანდელი კოსტავას 20 ში ,მაშინ მდებარე სახლში. 04:00 ზე მოულოდნელად,მაჩაბელი იღებს გადაწყვეტილებას სახლი დატოვოს. ივანეს ჩირქოვანი პლევრიტი სჭირს. სახლიდან გამოსულ ივანე \"გოლოვინა პროსპექტზე\" პოლიცმეისტერი ხვდება,რომლის მისალმებასაც ივანე არ პასუხობს,სავარაუდოდ მაჩაბელი გოლოვინა პროსპექტს გაუყვა, თუმცა შემდეგ მას მხოლოდ 11:00 ზე ნახულობს პუშკინის სკვერთან. არ არის ცნობილი,სად არის მაჩაბელი 7 საათის განმავლობაში. 13:00 ზე ავლაბრის ხიდთან მას ექიმი ალექსანდრე მამონოვი ხვდება,გამოელაპარაკება ივანეს,მაჩაბელი ესალმება და ამ მომენტიდან მაჩაბლის გზა კვალი იკარგება. 28 ივნისს მცხეთის რკინიგზის სადგურის 1 კლასის ბუფეტში ნახესო,თუმცა ეს ვერსია მოგვიანებით გამოირიცხა,როგორც ჩანს სხვა ადამიანში შეეშალათ. მაჩაბელი არც თავი დაურჩვია მტკვარში,წინააღმდეგ შემთხვევაში მის გვამს იპოვნიდნენ,თბილისის 200 მდე პოლიციელი და ნაღველი იყო ჩაბმული მის ძებნაში. ვიღაცეები მაჩაბლის სიკვდილში ილიას ადანაშაულებდნენ,რაც ვერანაირი ფაქტით ვერ მტკიცდება,ვიღაცეები აკაკი წერეთელს,რომელზეც ივანემ თითქოს იეჭვიანა,თუმცა ეს მოსაზრება უარყოფილი იყო.არის ვერსია რომ ავადმყოფობის ნიადაგზე დატოვა სახლი და დაიკარგა. კიდევ ერთი ვერსია მაქვს,რომელსაც შემდეგ გადაცემაში გაგაცნობთ,ფაქტებით არ მტკიცდება,თუმცა საინტერესო ვერსიად მეჩვენება. არის რამდენიმე კითხვა,რომელზეც პასუხები ნათელს ასდის მაჩაბლის გაუჩინარებას: 1. რამ აიძულა დილის 04:00 ზე სახლიდან გასვლა 2. თუ დიდი ხნით მიდიოდა,რატომ არ აიღო ის ყოველდღიური ნივთები,რომელსაც ჩვეულებრივ დღეს თან დაატარებდა,სავარაუდოდ ფულიც არ აიღო 3. 04:00 იდან მის მეორე გამოჩენაზე,პუშკინის რუსეთთან 7 საათი გავიდა,ესე იგი სადღაც,ან ვინმესთან შეიარა,გაჩერდა,ისაუბრა. 4. 11:00 იდან-13:00 მდე მისი კვალი კვლავ იკარგება,ავლაბრის ხიდამდე სად შეიარა,ვისთან,რას აკეთებდა. ამ ბოლო ორ კითხვაზე მემგონი სავარაუდო პასუხები მაქვს.

ვიდეოები „vlasi vatsadze Власи Вацадзе"-ისგან