ზუგდიდში თხილის მავნებლის საწინააღმდეგო ღონისძიებების ჩასატარებლად ადგილობრივ მცენარეთა დაცვის სამსახურის წარმომადგენლებს პირველი ტრენინგი ჩაუტარდათ. იგი სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და სურსათის ეროვნული სააგენტოს ორგანიზებით, დღეს დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში გაიმართა. სურსათის ეროვნული სააგენტოს სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონული სამმართველოს უფროსის მარიკა გულუას თქმით, აღნიშნულთან დაკავშირებით დამატებით სხვადასხვა ღონისძიებები იგეგმება.
„დღეს მცენარეთა დამცველებს თბილისიდან ჩამოსულმა პროფესორ-ენტოლოგებმა მიაწოდეს ინფორმაცია მავნებლის გავრცელების, მათი აღმოჩენისა და გამრავლების შესახებ“,- განაცხადა მან.
მავნებლის შესაწამლი პრეპარატის მიერ, სხვა მწერებისა და მცენარეების ნეგატიური ზეგავლენის მოხდენაზე, მარიკა გულუამ საუბრისგან თავი შეიკავა. მისი თქმით, მომდევნო შეხვედრა 26 მარტს გაიმართება, სადაც ამერიკელი ექსპერტებიც იქნებიან მოწვეული და აღნიშნულთან დაკავშირებით, ზუსტი ინფორმაცია მაშინ გახდება ცნობილი.
ამერიკელი ექსპერტების რეკომენდაციებამდე კომენტარის გაკეთებისგან თავი შეიკავეს ადგილობრივმა მეფუტკრეებმაც.
მავნებელი მწერის წინააღმდეგ შეწამვლის ღონისძიება მაისში დაიწყება.
აზიური ფაროსანა საქრთველოში 2015 წელს გამოჩნდა და გასული წლის სეზონზე თხილის მოსავალს დიდი ზიანი მიაყენა.
რადიო \"ათინათი\"
Website: http://radioatinati.ge/
Facebook: https://www.facebook.com/Rado.ATINATI...
Google+: https://plus.google.com/u/0/116211701...
Twitter: https://twitter.com/