ნუთუ თქვენ ს შორის არ არის არცერთი ბრძენი, ვისაც შეეძლოს თავისი ძმების განკითხვა? (1 კორ. 6:5).

11/06/2021
levani petriashvili-ის მიერ

ბერძნული ტერმინი διακρίνω,v \\{dee-ak-ree'-no} 1კორ. 6:5
დიაკრინონ იგივეობრივია კრინონის ვინაიდან დია წინსართი აღნიშნავს გრამატიკულ ფორმას და არა ტერმინის შინაარსის შეცვლას, ვინ თქვა რომ განკითხვა არ შეიძლება? თქვენ მართლმადიდებლები არ ასწავლით რომ წმინდანები განიკითხავენ ქვეყანას, არამედ ასწავლით რომ განკითხვა ეს არის დანაშაული და ვინმემ თუ რამე გააპროტესტა იმას უწოდებთ ეკლესიის მტრებს, ჯერ ერთი უნდა იცოდეთ რომ ეკლესიას მტერი არ ყავს, იმიტომ რომ ქრისტეს ეკლესია დაუმარცხებელია, თავად იესომ თქვა ვინც ამ ქვაზე დაეცემა გაიმტვრევა და ვისაც ეს ქვა დაეცემა გასრესს ასე რომ ფრთხილად იყავი როდესაც ქრისტეს ცოცხალ ქვებზე ქრისტიანებზე ასე წერენ რომ მე ვითომ შეცდომაში შემყავს ხალხი, დამისაბუთე რაში შევიყვანე შეცდომაში, ლინგვისტურად თქვენ უფრო დიდ უვიცობას ამჟღავნებთ, როდესაც ამბობთ რომ ამ ტერმინში არ იგულისხმება გასამართლება არამედ დაპირისპირება სიმართლესთან, ატყუებ ხალხს როცა ეუბნები არ უნდა განიკითხოო, მე ჩემს პოსტში მემგონი გასაგებად დავწერე ქრისტე ვის მიმართავს ამ სიტყვებს არ განიკითხოო, მიმართავს არა ქრისტიან წმინდანს, არამედ ბოროტმოქმედს ვისაც სხვების დადანაშაულება უნდა იმაში რაშიც თავად არის მხილებული, შენ როცა მიქარავ სხვაზე ხელი აღარ უნდა გაიშვირო იგივე ბრალდებით რა ბრალდებითაც შენ ხარ მხილებული სხვებისგან, ეს არის განკითხვის არსი. ზუსტად ამ მოტივით წერს პავლეც: პირველი კორინთელთა მიმართ 11:31 რადგანაც ჩვენს თავს რომ განვიკითხავდეთ, აღარ ვიქნებოდით განკითხულნი.
ანუ ყველანი რომ ჩვენ თავებს ვასამართლებდეთ და განაჩენი გამოგვქონდეს ჩვენი თავისთვის, მაშინ სხვისთვის ანალოგიური განაჩენის გამოტანა გაგვიჭირდებოდა რაშიც მხილებული იქნებოდა ჩვენი სინდისი, ესაა სიყვარულის საფუძველი, როგორც ამბობს პავლე, მოყვასი თავის მოყვარეს სიბოროტეს აღარ უზამს, იმიტომ რომ ვინც მიყვარს იმას ზიანს ვეღარ მივაყენებ, არამედ თუ ცუდად მომექცა ვეცდები მის მკურნალობას, გაციებულის გათბობას, წყენას და შურისძიებას არ ჩავიდებ გულში, არამედ სიყვარულით გადავუხდი მის ბოროტ ქცევაზე ჩემს მიმართ, რათა მასში გაიღვიძოს სინდისმა და დაფიქრდეს კი მაგრამ რას ვერჩი ამ კაცს? რა დამიშავა რო ვემტერები? აი ამ აზრამდე მიყვანაა ქრისტიანის ვალი, მიიყვანო ავაზაკის აზროვნება იქამდე რომ გაიზიაროს სხვისი ტკივილი თავის თავზე ისე როგორც თავად უკეთებდა ამას სხვას, როგორც ქრისტემ მიიყვანა ავაკაზი ამ აზრამდე ჯვარცმისას, რატომ მეორე ავაზაკი არ მივიდა ამრაზრამდე, თუკი ეს ქრისტეს გარეშე შესაძლებელი იყო? მაგრამ თავად ქრისტეს ხილვაც ვერ გიშველის როცა გააზრება არ გაქვს ამ ყველაფრის, ნახეთ რა წერს პავლე: რომაელთა მიმართ 15:2_3 ყოველი ჩვენგანი უნდა ცდილობდეს აამოს მოყვასს, მისდა სასიკეთოდ და ასაშენებლად. რადგან ქრისტეც თავის სიამოვნებას კი არ ეძებდა, არამედ როგორც წერია: „შენი მაგინებლების გინება დამატყდა თავს“ (ფს. 68:10). და კიდევ: რომაელთა მიმართ 14:10_13 შენ კი რად განიკითხავ შენს ძმას? ან რაღად შეურაცხყოფ მას? რადგანაც ყველანი წარვსდგებით ღვთის მსჯავრის წინაშე. ვინაიდან დაწერილია: „მე ცოცხალი ვარ, ამბობს უფალი, ჩემს წინაშე მოიყრება ყოველი მუხლი და ყოველი ენა აღიარებს ღმერთს“ (ეს 45:23). ამრიგად, ყველა ჩვენგანი თავის ანგარიშს ჩააბარებს ღმერთს. მაშ, ნუ განვიკითხავთ ერთმანეთს, არამედ იმაზე იმსჯელეთ, რომ ძმას არ დაუგოთ ფეხწამოსაკრავი ანდა საცთური. _ ანუ როცა ადამიანი ღმერთის ფუნქციას იღებს თავის თავზე და გამოაქვს განაჩენი, მოსამართლის როლის თამაშზეა აქ საუბარი, პავლე გარკვევით ამბობს რომ ნუ გავასამართლებთ ერთამენთს იმის გამო რომ ჩვენ გვსურდა მას ასე მოვქცეოდით, ანუ ნუ მიიყვან ადამიანს იმ გარემოებამდე რომ გახადო დამნაშავე და ფეხწამოსაკრავი ანუ ნახე დაუგო რათა მისი დასჯით დატკბეო, თორე თავისთავად განკითხვა არ არის დანაშაული პირიქით ეს საჭიროა თუმცა სწორად უნსა იქნეს ეს გამოყენებული და არა როგორც სადამსჯელო იარაღად მოყვასის გასანადგურებლად და არა აღსაშენებლად, ყველაფერს სჭირდება კარგი გაგება მითუმეტეს ბიბლიის მუხლებს.

ვიდეოები „levani petriashvili"-ისგან