ესაია წინასწარმეტყველი - რადგან შენი შემქმნელია შენი ქმარი, ცაბაოთ უფალია יְהוָה, მისი სახელი (54:5)
ესაია წინასწარმეტყველი 48:17 ასე ამბობს უფალი, შენი მხსნელი, ისრაელის წმიდა; მე ვარ უფალი, შენი ღმერთი, დამმოძღვრავი სასიკეთოდ, სავალ გზაზე შენი წარმმართველი. ესაია წინასწარმეტყველი 54:5-6 რადგან შენი შემქმნელია შენი ქმარი, ცაბაოთ უფალია მისი სახელი; ისრაელის წმიდაა შენი გამომსყიდველი, მთელი ქვეყნის ღმერთად წოდებული, რადგან უფალმა მოგიხმო, როგორც ცოლს, გაშვებულს და სულგამწარებულს, როგორც ყრმობისდროინდელ ცოლს, შეძულებულს, ამბობს შენი ღმერთი. ესაია წინასწარმეტყველი 58:3_11 რისთვის ვმარხულობთ, თუკი არ გვხედავ? რისთვის ვიტანჯავთ თავს, თუკი არ გვამჩნევ? აჰა, მარხვის დროს სიამეს ეძებთ და ყოველგვარ ჟინს იკლავთ. აჰა, მარხულობთ, რომ იდავოთ და იშუღლოთ, და ბოროტად ურტყათ მუშტები, არ მარხულობთ როგორც დღეს, რათა ცას მისწვდეს თქვენი ხმა. განა ასეთი მარხვაა სასურველი ჩემთვის, როცა კაცი თავს იტანჯავს და ლერწამივით ხრის თავს და ქვეშ ჯვალო და ნაცარი აქვს დაგებული? განა ამას ჰქვია მარხვა და უფლის სათნო დღე? განა ეს არ არის მარხვა, მე რომ ავირჩიე: რომ დახსნა ბოროტების საკვრელნი, დაწყვიტო უღლის აპეურები, თავისუფლად გაუშვა დათრგუნვილნი და დალეწო ყველა უღელი? რომ მშიერს გაუყო შენი პური და უსახლკარო ღარიბ-ღატაკნი სახლში შეიყვანო, რომ შემოსო შიშველი, როცა დაინახავ, და შენს სისხლსა და ხორცს არ დაემალო? მაშინ განთიადივით გამობრწყინდება შენი ნათელი და დაჩქარდება შენი განკურნება, შენი სიმართლე წაგიძღვება წინ და უფლის დიდება უკან გამოგყვება. მაშინ მოუხმობ და ხმას გაგცემს უფალი; შეჰღაღადებ და იტყვის: აქ ვარ! თუ შეწყვეტ ჩაგვრას, ცილისწამებას და ავსიტყვაობას; თუ სულს არ დაიშურებ მშიერისთვის და ტანჯულ კაცს გულს მოუფონებ, წყვდიადში ამოგიბრწყინდება ნათელი და შენი ბნელი შუადღესავით იქნება. უფლის მიერ იქნები მუდამ ნატარები და გვალვებში სულს დაგიამებს; ძვლებს გაგიმაგრებს და იქნები მორწყული ბაღივით და წყაროსავით, რომლის წყლები არასოდეს დაშრება.
levani petriashvili-ის სხვა ვიდეოები
43:55
ესაია წინასწარმეტყველი - ვაი უსამართლო განაჩენის გ...
01:13:20
ესაია წინასწარმეტყველი - რადგან შენი შემქმნელია შე...
30:27
შენ კი დამკვიდრდი იმაში, რაც გისწავლია და გიწამები...
40:30
ესაია წინასწარმეტყველი - ჩემს დიდებას არ მივცემ ს...
01:10:51
როცა ერთხელ შეიგრძნობ ღვთის სიყვარულს, განა შეიძლე...
33:09
რატომ აღნიშნა ქრისტემ სერობა პასექის დღესასწაულის...
05:43
მეგრული ოდოია ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში
მსგავსი ვიდეოები
ესაია წინასწარმეტყველი - ჩემს დიდებას არ მივცემ სხვას და ჩ...
levani petriashvili
რატომ აღნიშნა ქრისტემ სერობა პასექის დღესასწაულის წინ და რო...
levani petriashvili
ესაია წინასწარმეტყველი
მართლმადიდებლური ვიდეოები
ესაია წინასწარმეტყველი - ვაი უსამართლო განაჩენის გამომტანთ დ...
levani petriashvili
ბიბლია - ესაია წინასწარმეტყველი, თავი 42
Teopile Malakia
ბიბლია - ესაია წინასწარმეტყველი, თავი 3
maia beri
ბიბლია - ესაია წინასწარმეტყველი, თავი 38
maia beri
ბიბლია - ესაია წინასწარმეტყველი, თავი 66
maia beri