1991წ. 9 აპრილის საგანგებო სესია, სესიის გახსნა, დამოუკიდებლობის გამოცხადება. (4:27).
10/21/2020
Daniel Savaneli-ის
მიერ
1991წ. 9 აპრილის საგანგებო სესია, ისტორიული საგანგებო სესიის გახსნა, საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადება. 09.04.1991წ. (4:27).
ზვიად გამსახურდია დიდი მიმტევებელი, დიდსულოვანი ადამიანი და სახელმწიფო ინტერესებისათვის ყოველმხრივ მზრუნველი პოლიტიკოსი, რომ იყო, აქედანაც ჩანს. რადგანაც მან, დიპლომატიურად დამალა, პატრიარქის კაპრიზი, თვალი დახუჭა პატრიარქის ქმედებაზე, არ დასწრებოდა 1991წ. 9 აპრილის, საქართველოს ისტორიაში ყველაზე მნიშვნელოვან, ყველაზე ისტორიულ და ყველაზე საგანგებო სესიას. ალბათ იმიტომაც, არ დაესწრო, რომ არ დასწრებოდა ზვიად გამსახურდიას ხელმძღვანელობით გამოცხადებულ საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადებას. მიზეზი ადვილად მოიძებნა, რადგანაც იმ დღეს დაემთხვა, \"ივერიის ღვთისმშობლის ხატის ხსენების დღის\", მოძრავი დღესასწაულის აღნიშვნაც. პატრიარქმა გამსახურდიას შემოუთვალა, ამ დღესთან დაკავშირებით მცხეთის, სამთავროს მონასტერში წირვას ვატარებო და ვერ დავესწრებიო.
ძალზედ საეჭვოა მარტო ეს ყოფილიყოს, პატრიარქის 1991წ. 9 აპრილის სესიაზე არ დასწრების რეალური მიზეზი, რადგანაც სამთავროს მონასტერი ძალიან ახლოსაა თბილისიდან, ის მცხეთაში მდებარეობს. ადვილი შესაძლებელი იყო დამოუკიდებლობის გამოცხადებამდე დილით ან დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ საღამოს, გინდაც თბილისში, გინდაც მცხეთაში, ჩაეტარებინა წირვა პატრიარქს.
თქვენი არ ვიცი, მაგრამ მე ამის გამო ყველაზე მნიშვნელოვან, ყველაზე ისტორიულ, ყველაზე საგანგებო სესიაზე არ დასწრებას ვერ გავამართლებ. განა რა უნდა იყოს, ერისათვის და ბერისათვის, ამაზე მნიშვნელოვანი საქმე, დამოუკიდებლობისათვის მებრძოლ ქვეყანაში, მიუხედავად იმისა, რომ მხარდაჭერა მაინც შემოთვალა. ნუთუ ამდენად არ მოსწონდა და ასე სძულდა პატრიარქს ზვიადი, ნუთუ პატრიარქს, კრემლის გაღიზიანებისაც ეშინოდა. ისიც უნდა ითქვას, რომ მოსკოვიც კატეგორიული წინააღმდეგი იყო, ბალტიელების მსგავსად საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადებისა, რაც აუცილებლად გადამდები იქნებოდა სსრკ-ს სხვა რესპუბლიკებისთვისაც. ე. შევარდნაძესაც არ მიუცია ხმა 1991წ. 31 მარტს გამართულ დამოუკიდებლობის რეფერენდუმზე, შევარდნაძეც კრემლის მსგავსად, წინააღმდეგი იყო, საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადებისა, მითუმეტეს ზვიად გამსახურდიას ხელმძღვანელობით. აგრეთვე არ უხაროდათ და არ მოსწონდათ, ზვიად გამსახურდიას ხელმძღვანელობით გამოცხადებული საქართველოს დამოუკიდებლობა, მომავალ მეამბოხე, რადიკალური-ოპოზიციის პოლიტიკურ ლიდერებს, \"ეროვნული კონგრესის\" თამადობით, რომლის პირველ სხდომასაც, პატრიარქი დიდი მონდომებით დაესწრო და პრეზიდიუმშიც ეკავა საპატიო ადგილი. სხვათაშორის ე. წ. \"ეროვნული კონგრესის\", ჯერ კიდევ 1990წ. ერთ-ერთ დადგენილებაში ეწერა, მათი ერთ-ერთი მთავარი მიზანი იყო, ზვიად გამსახურდიას და მისი მხარდამჭერი ძალების, მსოფლიოში დისკრეტიზაცია და ზვიად გამსახურდიას ხელისუფლებიდან ჩამოშორება. დანარჩენი მკითხველმა განსაჯოს.