33 წელი 9 აპრილის ტრაგედიიდან
9 აპრილის ტრაგედიიდან 33 წელი გავიდა - 1989 წლის 9 აპრილს გამთენიისას საბჭოთა კავშირის შეიარაღებული ძალების ნაწილებმა თბილისის ცენტრში მშვიდობიანი საპროტესტო აქცია დაარბიეს. შედეგად 21 ადამიანი დაიღუპა, ასობით მოქალაქე კი დაშავდა და დაუდგენელი შემადგენლობის გაზით მოიწამლა. ქვეყნის დამოუკიდებლობის აღდგენის მოთხოვნით, საპროტესტო აქციები თბილისში 4 აპრილს დაიწყო. თუმცა მაშინდელი მთავრობის სახლის წინ მიმდინარე მშვიდობიან დემონსტრაციას კრემლმა საბჭოთა ტანკები და ნიჩბებით შეიარაღებული სამხედროები დაუპირისპირა. აქციის დარბევა 9 აპრილს გამთენიისას დაიწყო - რუსთაველის გამზირზე ტანკები და რუსული სადამსჯელო რაზმი გამოჩნდა. ტრაგედიიდან ზუსტად ორ წელიწადში 1991 წლის 9 აპრილს უზენაესმა საბჭომ ზვიად გამსახურდიას მეთაურობით საქართველოს დამოუკიდებლობის აქტი მიიღო და ქვეყნის სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენა გამოაცხადა. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - / 1stchannel.1tv.ge გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
33 წელი 9 აპრილის ტრაგედიიდან
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
33 წელი 9 აპრილის ტრაგედიიდან
TV IMEDI
33 წელი 9 აპრილის ტრაგედიიდან
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
33 წელი 9 აპრილის ტრაგედიიდან
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
33 წელი 9 აპრილის ტრაგედიიდან
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
30 წელი 9 აპრილის ტრაგედიიდან
TV IMEDI
31 წელი 9 აპრილის ტრაგედიიდან
Ajara TV
9 აპრილის ტრაგედიიდან 33 წელი გავიდა
TV IMEDI