საბჭოთა КГБ-ს კარტოთეკის, კრემლის მიერ რუსეთში გადატანას გადარჩენილი, მცირე ნაწილი. (1:40წთ.)
10/18/2020
Daniel Savaneli-ის
მიერ
საბჭოთა КГБ-ს კარტოთეკის, კრემლის მიერ რუსეთში გადატანას გადარჩენილი, მცირე ნაწილი. (1:40წთ.)
1990წ. ზაფხულში, საქართველოს უშიშროების კომიტეტის შენობასთან, თანამებრძოლების დაპატიმრების გამო, რადიკალური პროტესტის გამოსახატად მისულმა მომიტინგეებმა, სუკ-ის შენობის დაცვის წინააღმდეგობა დაძლიეს და შენობაში შეიჭრნენ. რამოდენიმე მათგანმა მეორე სართულზეც შეძლო ასვლა. ბუღალტერიის ერთ-ერთ ოთახში მათ, როგორც შემდეგ გაირკვა, სარდაფში ჩასატანად და შემდგომ რუსეთში გადასატანად, ყუთში საგულდაგულოდ ჩალაგებული, საიდუმლო დოკუმენტაცია აღმოაჩინეს. როგორც ირკვევა ეს იყო, სუკი-ს ბუღალტერიაში არსებული, სუკი-ს აგენტურული არქივის ძალიან მცირე ნაწილი. მათ შორის იყო, იმ მომენტისათვის სუკი-ს აქტიურად მოქმედ აგენტთა კარტოთეკის, ძალიან მცირე ნაწილი და სუკი-ს მიერ, ამ აგენტთა, დაფინანსებისა და მათზე გაწეული ხარჯების, მოქმედი ფინანსური ბუღალტერია. რამოდენიმე პირმა, ამ არეულობით ისარგებლა და ამ ყუთში არსებული საიდუმლო მასალები, შენობის გარეთ გამოიტანა. ეს მასალები საბოლოოდ მომიტინგეებმა, ეროვნული მოძრაობის ლიდერს, ზვიად გამსახურდიას გადასცეს.
1990წ. ზაფხულის მოვლენებმა და მოახლოებულმა, 1990წ. 28 ოქტომბრის მრავალპარტიულმა არჩევნებმა, კრემლს დააჩქარებინა იმ გეგმის განხორციელება, რაც გულისხმობდა, ურჩი საკავშირო რესპუბლიკებიდან, КГБ-ს მოქმედი აგენტურული არქივის გადატანისა რუსეთში. რათა ეროვნული დამოუკიდებლობის მომხრე ძალებს, ხელში არ ჩავარდნოდათ, ეს КГБ-ს კარტოთეკა და მოქმედ აგენტთა დაფინანსების დოკუმენტაციები. ამავე დროს, კრემლი ასევე ცდილობდა, თავად ემართა, ჯერ კიდევ საკავშირო კაგებეს ყოფილი და ჯერ-ჯერობით ისევ მოქმედი აგენტურა. ამიტომაც, როგორც ირკვევა, 1990 წლის 19 სექტემბერს, კრემლმა საქართველოს სუკი-დან, მოქმედი აგენტურის, მთელი დოკუმენტაცია, სრულად გადაიტანა რუსეთში. რა თქმა უნდა, ალბათ შეგნებულად თუ შეუგნებლად, ცრუობდა სუკი-ს მაღალჩინოსანი, როდესაც აცხადებდა, უკვე პრეზიდენტად არჩეულ ზვიად გამსახურდიას, ვიღაც სუკი-ს თანამშრომლებმა, მაინც გადასცესო კარტოთეკის რაღაც ნაწილიო, რას გადასცემდნენ, რაც სუკ-შიც აღარ ჰქონდათ, ყველაფერი რუსეთში იყო გადატანილი. დოკუმენტაციის ის ნაწილი კი, რაც რუსეთში არ გაუტანიათ, ძველი არქივი და ა. შ. პუტჩისტების მიერ, თბილისის ომის დროს, 1991წ. 27 დეკემბერს გამთენიისას, სუკი-ს შენობაზე და სუკი-ს იზოლატორზე, ჯაბა იოსელიანის გასათავისუფლებლად, სპეციალურად მოწყობილი თავდასხმისას, დოკუმენტაციის განადგურების მიზნით სპეციალურად გაჩენილი ხანძრის დროს დაიწვა. საჯარო სივრცეში არსებული და აქ მოყვანილი რამოდენიმე ორიგინალი კარტოთეკა, კი სწორედ იმ დოკუმენტაციის ნაწილი, უნდა იყოს, რომელიც ეროვნული მოძრაობის წარმომადგენლებს, 1990 წლის ზაფხულში, არეულობის დროს ჩაუვარდათ ხელში, სუკის შენობის შტურმის დროს. სწორედ მათ ხელში გადასული დოკუმენტაციაა, აქ ნაჩვენები, რომელიც ამ რამოდენიმე მომიტინგემ, საბოლოოდ სუკ-ის შენობის შტურმის შემდგომ, ეს დოკუმენტაცია, ეროვნული მოძრაობის ლიდერს, ზვიად გამსახურდიას გადასცეს.
ზ. გამსახურდიამ პუტჩის დროს, თბილისის დატოვების შემდგომ, ეს მასალები და დამატებით აგრეთვე პრეზიდენტობის დროს, სუკის მაღალჩინოსნების დიდი წინააღმდეგობის მიუხედავად, დამოუკიდებელი საქართველოს სუკიდან, საიდუმლოდ მიღებული გარკვეული მცირე დოკუმენტაცია, პუტჩის დროს ემიგრაციაში წასვლისას, თბილისიდან გროზნოში თავად გადაიტანა. ამ საკითხის მაღალი სენსიტიურობის გამო და პრეზიდენტის მაღალ-ზნეობრივი ქრისტიანული შემწყნარებლობის გამოც, ზვიად გამსახურდიას არც მაშინ და არც ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგაც, პირადად არასოდეს უცდია ამ კარტოთეკის არც გამოქვეყნება, არც ირიბად გამომზეურება და არც მისი საჯაროდ აფიშირება. ამ კარტოთეკის გასაჯაროება, მხოლოდ გამსახურდიას ხელისუფლების დამხობისა და მისი დაღუპვის შემდეგ მოხდა. თანაც, მას შემდეგ, როცა საქვეყნოდაც გაირკვა, მათი ღია თუ ფარული, ალიანსის შესახებ, კრემლთან და კრიმინალურ, მეამბოხე-პუტჩისტებთან. ზ. გამსახურდიას დაღუპვის შემდგომ, პრეზიდენტ გამსახურდიას, საგანგებო წარმომადგენელმა დასავლეთის ქვეყნებში რენო სირაძემ, ამ დოკუმენტაციის ნაწილი, დასავლეთის ქვეყნების მედიაში გასაჯაროებლად, იმ პერიოდში ამ საკითხებზე აქტიურად მომუშავე უფლებადამცველ და დისიდენტ მღვდელს გლებ იაკუნინს გადასცა. გლებ იაკუნინმა ეს საქართველოს სუკის ორიგინალი კარტოთეკის მასალები და აგრეთვე მის ხელთ არსებული, ოღონდ კარტოთეკის გარეშე არსებული საბჭოთა КГБ-ს სხვა მასალები, დასავლეთის მედიაში გაასაჯაროვა. 1990-იან წლებში, საბჭოთა KGB-ს (КГБ-ს), საგარეო კონტრდაზვერვის სამმართველოს ყოფილი უფროსის, გენერალ-მაიორ ოლეგ კალუგინის მიერ, დასავლეთში მიწოდებული ინფორმაციით და ასევე რუსეთის დუმის დეპუტატის, დისიდენტი მღვდელისა და უფლებადამცველის, გლებ იაკუნინზე დაყრდნობით, რომელიც ამავე დროს იყო, რუსეთის დუმის დეპუტატთა, საგამოძიებო კომისიის დამოუკიდებელი წევრი და რომელმაც თავის თვალით ნახა მოსკოვში, \"ლუბიანკაზე\" (КГБ-ს შტაბ-ბინა), არსებული КГБ-ს (KGB) ცენტრალური არქივები, თუმცა არსებული დოკუმენტაციის გარეთ გამოტანის გარეშე. სწორედ გლებ იაკუნინის მიერ, 1994 წელს მიწოდებული დოკუმენტაციისა და ინფორმაციის საფუძველზე, პირველად დასავლურ, კერძოდ ბრიტანულ გამოცემა „SOVIET ANALYST”-ის (დიდი ბრიტანეთი) ფურცლებზე 1994წ. გამოქვეყნდა, საბჭოთა სუკის აგენტი, საბჭოთა სასულიერო ელიტის მცირედი სია.
გაგრძელება იხილეთ შემდეგ კომენტარში.