შევარდნაძე-იოსელიანის კრიმინალური ბანდების მხეცობა სამეგრელოში.
\"შეძრული სულით, ჩემგან ექსპრომტად თქმული!\":
\"და ჯოჯოხეთმა დააღო პირი;
შემოუსიეს ოდიშს ნადირი;
გაატიალეს ირგვლივ ყოველი;
გააპარტახეს სულ-მთლად დარჩელი;
ხოტბა-დიდებით შეამკეს მკვლელი;
ეროვნულ გმირად გვიქეს მტარვალი\".
მხედრიონისა და შევარდნაძის მომხრე კრიმინალური ბანდების მიერ, გადამწვარი და დანგრეული, გაძარცვული და აოხრებული სახლები, მრავალი იყო სამეგრელოში. მარტო 1993 წლის 16 ნოემბერს, მხედრიონის შეიარაღებულმა ფორმირებამ, სოფელ დარჩელში, მხოლოდ ერთ ღამეს, 27 საცხოვრებელი სახლი, ერთბაშად გადაწვა და გადაბუგა. 1994წ. შევარდნაძის რეჟიმმაც კი, ბოლომდე ვერ აუარა ამ ბარბაროსობას გვერდი და მარტო ზუგდიდის რაიონში, დარჩელთან ერთად, ახალკახათში, განმუხურში, ხურჩასა და ცაიშში, სახელმწიფომ ოფიციალურად დაზარალებულად და საცხოვრებლად აბსოლიტურად უვარგისად 113 ოჯახის საცხოვრებელი სახლი სცნო და ზიანის ოდენობა 2 347 810 ლარით განსაზღვრა. ეს ოფიციალური მონაცემები სრულიად არ ასახავდა, გადამწვარი, დარბეული და პირ-წმინდად გაძარცვული ოჯახების რეალურ რაოდენობას.
დარჩელის გადაწვა
თვითმხილველის მონაყოლი:
“ამ სოფელში ძარცვა-გლეჯა მიმდინარეობდა. ორი მანქანა დადიოდა და სახლებიდან ყველაფერი გაჰქონდათ, რასაც მოისურვებდნენ. ჩვენ ხელებს ვწევდით – სხვა რა გზა გვქონდა!
ჩემი სახლიდანაც წაიღეს, თუკი რამ გამაჩნდა. ბოლოს, როდესაც ჩემი ეზოდან მანქანაც გაიყვანეს, სოფელში ხალხი შეიკრიბა. მხოლოდ ერთი კითხვა გვქონდა, – რისთვის გვძარცვავდნენ?
ხომ გახსოვთ, ისედაც როგორი მდგომარეობა იყო, როგორ გვიჭირდა, დევნილებით იყო სავსე სოფელი, თითო მცხოვრებს რამდენიმე ლტოლვილი ოჯახი ჰყავდა შეფარებული.
ის ორი მანქანა ცოტა ხანში ისევ მობრუნდა. მათ ხალხი დახვდა. ჩაქოლეს და გაანადგურეს. ორი კაცი დაწვეს, ზოგი გაიქცა, თუმცა ერთი დაჭრილი ისევ ჩვენ გვყავდა.
ამის შემდეგ მოვიდა კიდევ ერთი მანქანა. შიგ ქალი იჯდა. გვითხრა, – ზუგდიდის კომენდანტის მოადგილე ვარო. აქ სასწაულ ამბავს დაატრიალებენ, ამიტომ მომეცით ეს დაჭრილი და სადაც სჭიროა – მათთან, შტაბში, მივიყვანო. ხალხმა დაუჯერა; თუმცა, ვფიქრობ, რომ არც ის დაჭრილი და არც კომენდანტის მოადგილე გასაშვებები არ იყვნენ, ისინიც აქვე უნდა ჩაგვექოლა.
ხალხი შეცდა – დაჭრილი გაატანეს.
15 წუთიც არ იქნებოდა გასული, რომ სოფელში შეიარაღებულები შემოვიდნენ, კაცმა არ იცის, ვინ იყვნენ. ხალხმა რომ დაინახა, გაიქცა და მანდარინის ბაღებს შეაფარა თავი, ზოგი ტყეში გაიქცა.
მოსულებმა სროლა ატეხეს. ისროდნენ დამიზნებით. სახლებში რაც იყო დარჩენილი, ყველაფერი გაზიდეს, პირუტყვს იქვე კლავდნენ, უკანასკნელი ტომარა ფქვილი და შაქარი გამოჰქონდათ სახლებიდან და მერე წვავდნენ, იმ დღეს ჩვენს სოფელში 27 სახლი გადაწვეს…”
http://www.humanrights.ge/index.php?a...