КГБ-ს კარტოთეკის, რუსეთში გადატანას გადარჩენილი ნაწილი.

08/11/2019
Daniel Savaneli-ის მიერ

საბჭოთა КГБ-ს კარტოთეკის, კრემლის მიერ რუსეთში გადატანას გადარჩენილი, მცირე ნაწილი. (12:08წთ.)

1990 წლის ზაფხულში, საქართველოს უშიშროების კომიტეტის შენობასთან, თანამებრძოლების დაპატიმრების გამო, რადიკალური პროტესტის გამოსახატად მისული მომიტინგეები, სუკის შენობაში შეიჭრნენ. მომიტინგეებმა შენობის დაცვის წინააღმდეგობა დაძლიეს და შენობაში აღმოჩნდნენ. მათ პირველი სართულის ნაწილის დაკავება შეძლეს, რამოდენიმე მათგანმა მეორე სართულზეც შეძლო ასვლა. ერთ-ერთ ოთახში მათ, როგორც შემდეგ გაირკვა, სარდაფში ჩასატანად და შემდგომ რუსეთში გადასატანად, ყუთში საგულდაგულოდ ჩალაგებული საიდუმლო დოკუმენტაცია აღმოაჩინეს. როგორც ირკვევა ეს იყო, სუკის ბუღალტერიაში არსებული, სუკის აგენტურული არქივის ძალიან მცირე ნაწილი. მათ შორის იყო, იმ მომენტისათვის სუკის აქტიურად მოქმედ აგენტთა კარტოთეკის, ძალიან მცირე ნაწილი და სუკის მიერ, ამ აგენტთა, დაფინანსებისა და მათზე გაწეული ხარჯების, მოქმედი ფინანსური ბუღალტერია. რამოდენიმე პირმა, ამ არეულობით ისარგებლა და ამ ყუთში არსებული საიდუმლო მასალები, შენობის გარეთ გამოიტანა. ეს მასალები საბოლოოდ მომიტინგეებმა, ეროვნული მოძრაობის ლიდერს, ზვიად გამსახურდიას გადასცეს.

1990 წლის ზაფხულის მოვლენებმა და მოახლოებულმა, 1990წ. 28 ოქტომბრის მრავალპარტიულმა არჩევნებმა, კრემლს დააჩქარებინა იმ გეგმის განხორციელება, რაც გულისხმობდა, ურჩი საკავშირო რესპუბლიკებიდან, КГБ-ს მოქმედი აგენტურული არქივის გადატანისა რუსეთში. რათა ეროვნული დამოუკიდებლობის მომხრე ძალებს, ხელში არ ჩავარდნოდათ, ეს КГБ-ს კარტოთეკა და მოქმედ აგენტთა დაფინანსების დოკუმენტაციები. ამავე დროს, კრემლი ასევე ცდილობდა, თავად ემართა, ჯერ კიდევ საკავშირო კაგებეს ყოფილი და ჯერ-ჯერობით ისევ მოქმედი აგენტურა. ამიტომაც, როგორც ირკვევა, 1990 წლის 19 სექტემბერს, კრემლმა საქართველოს სუკიდან, მოქმედი აგენტურის, მთელი დოკუმენტაცია, სრულად გადაიტანა რუსეთში. რა თქმა უნდა, ალბათ შეგნებულად თუ შეუგნებლად, ცრუობდა სუკის მაღალჩინოსანი, როდესაც აცხადებდა, უკვე პრეზიდენტად არჩეულ ზვიად გამსახურდიას, ვიღაც სუკის თანამშრომლებმა, მაინც გადასცესო კარტოთეკის რაღაც ნაწილიო, რას გადასცემდნენ, რაც სუკშიც აღარ ჰქონდათ, ყველაფერი რუსეთში იყო გადატანილი. აქ მოყვანილი რამოდენიმე კარტოთეკა, კი სწორედ იმ დოკუმენტაციის ნაწილი, უნდა იყოს, რომელიც ეროვნული მოძრაობის წარმომადგენლებს, 1990 წლის ზაფხულში, არეულობის დროს ჩაუვარდათ ხელში, სუკის შენობის შტურმის დროს. სწორედ რამოდენიმე მომიტინგის ხელში გადასული დოკუმენტაციაა, აქ ნაჩვენები, რომელიც ამ რამოდენიმე მომიტინგემ, საბოლოოდ სუკის შენობის შტურმის შემდგომ, ეს დოკუმენტაცია, ეროვნული მოძრაობის ლიდერს, ზვიად გამსახურდიას გადასცა.

ამ საკითხის მაღალი სენსიტიურობის გამო და პრეზიდენტის მაღალ-ზნეობრივი ქრისტიანული შემწყნარებლობის გამოც, ზვიად გამსახურდიას არც მაშინ და არც ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგაც, პირადად არასოდეს უცდია ამ კარტოთეკის არც გამოქვეყნება, არც ირიბად გამომზეურება და არც მისი საჯაროდ აფიშირება. ამ კარტოთეკის გასაჯაროება, მხოლოდ გამსახურდიას ხელისუფლების დამხობის შემდეგ მოხდა. თანაც, მაშინ როცა საქვეყნოდაც გაირკვა, მათი ღია თუ ფარული, ალიანსის შესახებ, კრემლთან და კრიმინალურ, მეამბოხე-პუტჩისტებთან. კანონიერი ხელისუფლების დამხობის შემდგომ, ეს კარტოთეკა პრეზიდენტმა გროზნოში გადაიტანა. გროზნოში კი, ეს კარტოთეკა პირადად ნახა და ფოტო სურათებიც გადაუღო, ზვიად გამსახურდიას თანამებძოლმა და პრეზიდენტ გამსახურდიას, საგანგებო წარმომადგენელმა დასავლეთის ქვეყნებში რენო სირაძემ. 1990-იან წლებში, საბჭოთა КГБ-ს გენერალ-მაიორ ოლეგ კალუგინის მიერ, დასავლეთში მიწოდებული ინფორმაციით და ასევე რუსეთის დუმის დეპუტატის, დისიდენტი მღვდელისა და უფლებადამცველის, გლებ იაკუნინზე დაყრდნობით, რომელიც ამავე დროს იყო, რუსეთის დუმის დეპუტატთა, საგამოძიებო კომისიის დამოუკიდებელი წევრი და რომელმაც თავის თვალით ნახა მოსკოვში, \"ლუბიანკაზე\" (КГБ-ს შტაბ-ბინა), არსებული КГБ-ს ცენტრალური არქივები, სწორედ გლებ იაკუნინის მიერ მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე, პირველად დასავლურ, კერძოდ ბრიტანულ გამოცემა „Soviet Analist”-ის (დიდი ბრიტანეთი) ფურცლებზე გამოქვეყნდა, საბჭოთა სუკის აგენტი, საბჭოთა სასულიერო ელიტის მცირედი სია. ამავე პერიოდში, რენო სირაძის გროზნოდან ევროპაში ემიგრაციის შემდგომ, მან საქართველოს სუკის, ამ მცირედი კარტოთეკის ქსერო ასლები, დასავლეთის მედია საშუალებებში გაასაჯაროვა.

ბრიტანეთის ტელე-კომპანია ბი-ბი-სიმ, სპეციალური გადაცემაც კი მიუძღვნა, მათივე სიტყვებით, რომ ვთქვათ, ამ ისტორიულ საკაცობრიო მოვლენას და საგანგებოდ განაცხადა: \"საქართველოს ყოფილი კანონიერი ხელისუფლების დამსახურებითო, მსოფლიო ისტორიაში პირველად ხდებაო, საბჭოთა სუკის აგენტთა ორიგინალი კარტოთეკის მცირე ნაწილის, ოფიციალური საჯარო ჩვენებაო.\".

ვიდეოები „Daniel Savaneli"-ისგან