Soso Mikeladze – უფალო, დაგვლოცე - სოსო მიქელაძე - Upalo, dagvlotse

03/23/2023
Soso Mikeladze Official-ის მიერ

#უფალოდაგვლოცე #საქართველო #მებრძოლები
ტექსტი და მუსიკა: სოსო მიქელაძე
არანჟირება, ხმის რეჟისურა, ფანდური: მახო რეხვიაშვილი
აკორდეონი: ალუდა ემრაშვილი
გუნდი: ჯგუფი „იბერია“
სტუდია: „Studio Max Rex“, 2023 წელი, მარტი
ფოტო: თამარ მიქელაძე
განსაკუთრებული მადლობა ცისკარა უგრეხელიძეს, ლეონ მანველს, გიორგი ფეიქრიშვილს.

Written by: Soso Mikeladze
Arrangement: Makho Rekhviashvili
Studio: „Studio Max Rex“, 2023 March

„უფალო, დაგვლოცე“ (სიმღერის ტექსტი)

I ნაწილი

ხელი ხმალს იკარ, ქართველო,
“ჰკა მაგას” შემოსძახეო,
მტერმაც კი იგრძნოს,
რომ კვლავ ქართველობს
აღმაშენებლის მოდგმაო!

მომართე შუბი ზეზედა,
დაუშვი ურჩხულს თხემზედა!
უმანკო სულთა და ჩვენთა გმირთა
მადლი მიგიძღვის წინაო!

მისამღერი:

უფალო, უფალო,
დაგვლოცე ღმერთო, მაღალო!
შენც დიდო ერო ქართველო -
ჩვენთვის ილოცე, მაგარო!

უფალო, უფალო,
დაგვლოცე შენებრ, უბრალოდ!
შენც დიდო ერო ქართველო -
აღზევდი, თავისუფალო!

II ნაწილი

იყივლე სისხლო, იყივლე,
სულო, იხარე ქართულო!
ჩემო ქვეყანა - ერო და ბერო,
უფლის უბეში ჩაკრულო!

შენ, გულო მეომრისაო,
სიკვდილი დაამარცხეო!
ზრახვა და ფიქრი ჩვენი მტრისაო
მიწაში გადამარხეო!

მისამღერი:

- - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - -

(აკორდეონის სოლო)

რეჩიტატივი

ეს საქართველოა
ვეფხვების სამშობლო,
ჩვენი საბრძოლოა
მიწა ეს საუფლო!

როცა ერთად ვდგავართ
ამ თავისუფლებით -
ჩვენ უძლეველნი ვართ,
მთებით და ველებით!

წინაპართ ძახილი
აღვიძებს დიდ ძალას,
ქრება წუხილი,
მრთელდება იარა.

თანაზიარია
გულიც და მარჯვენაც
დიდი გმირებიც
აქ ჩვენთან არიან!!!

მისამღერი: 2-ჯერ

- - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - -

ბოლოში:
შენც დიდო ერო ქართველო -
იბრძოლე, თავისუფალო!


გთხოვთ, ნუ გადაამრავლებთ (მოიპარავთ) კლიპს/სიმღერას;
ნუ ატვირთავთ აღებულ რგოლს თქვენს არხზე სხვადასხვა ფოტოებით და არაადექვატური სახელწოდებებით!!!
ეს არის ჩვენი არხის პრინციპული პოზიცია!
ნებისმიერ დროს შეგიძლიათ სიმღერის მოცემული ბმულის გაზიარება სოციალურ ქსელში.
ვიდეოს/სიმღერის თქვენს არხზე დაკოპირების შემთხვევაში - გაუფრთხილებლად წაგეშლებათ რგოლი.

   • Soso Mikeladze – უფალო, დაგვლოცე -  ს...  
Soso Mikeladze – Upalo, dagvlotse - სოსო მიქელაძე - უფალო, დაგვლოცე - Сосо Микеладзе – Господи, Господи, благослови нас – God, bless us
© საავტორო უფლებები დაცულია