MOE: ,,მწვანე კრეატივი"
http://moe.gov.ge/index.php?lang_id=G... გარემოს დაცვის სამინისტრომ სოციალური ქსელით ჩატარებული კონკურსის „მწვანე კრეატივის" გამარჯვებულები გამოავლინა. მინისტრმა გოგა ხაჩიძემ გამარჯვებულებს პრიზები თავად გადასცა. „ეს არის პირველი კონკურსი, რომელიც სამინისტროს სოცილური ქსელის გვერდის საშუალებით ჩატარდა. დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ყველას, ვინც ამ კონკურსში მიიღო მონაწილეობა. საუკეთესო ფოტოები სამინისტროში მთელი წლის განმავლობაში იქნება გამოფენილი. მსგავსი კონკურსები სოციალური ქსელით მომავალშიც გაგრძელდება," - აღნიშნა გოგა ხაჩიძემ. ფოტოკონკურსში, რომელიც ერთი თვე მიმდინარეობდა, 2500-ზე მეტმა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა. კონკურსში მონაწილეობა შეეძლო ყველას, ვისაც უყვარს საქართველოს ულამაზეს ბუნებაში მოგზაურობა და შთაბეჭდილებების ფოტოზე აღბეჭვდა. გამარჯვებულები სურეთების „მოწონების" რაოდენობის მიხედვით გამოვლინდნენ. ახალგაზრდების თვალით დანახული საქართველოს „მწვანე სამყარო" ორიგინალური პრიზებით დაჯილდოვდა. პირველ ადგილზე გასული ფოტოს ავტორს მარიტა როხვაძეს საჩუქრად ველოსიპედი გადაეცა, მეორე ადგილის მფლობელს პაატა ვარდანაშვილს - ფოტოაპარატი, ხოლო მესამე ადგილზე გასულ თიკო ბიბილაშვილს კი - სპეციალური სალაშქრო ზურგჩანთები, იმისთვის რომ ხალისიანად გაატარონ სეზონი საქართველოს დაცულ ტერიტორიებზე, ფოტოკონკურსმა "მწვანე კრეატივი" ახალგაზრდებში დიდი დაინტერესება გამოიწვია. კონკურსში მონაწილეობა მიიღო ბევრმა კრეატიულმა და „მწვანე" თემატიკაზე გადაღებულმა ფოტომ. გამარჯვებულების დაჯილდოებასთან ერთად გარემოს დაცვის სამინისტროში კონკურსის მონაწილე 20 საუკეთესო ფოტოს გამოფენა მოეწყო.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო-ის სხვა ვიდეოები
ბრიფინგი ნაძვის ხეების შესახებ
MOE: სტიქიური მოვლენების ატლასი
MOE: ორდღიანი კონფერენცია ბუნებრივი რესურსების მარ...
MOE: აქცია „მწვანე მომავალი"-ის ფარგლებში ტელემაუწ...
MOE: მინისტრთა კაბინეტის წევრებმა 9 აპრილს დაღუპულ...
01:15
MOE: დარიშხანშემცველი ნარჩენების მართვის პროექტის...
02:58
MOE: ბოტანიკურ ბაღში კამპანია „ბაღის ფრინველთა საა...
01:10
MOE: ბიომრავალფეროვნების საერთაშორისო დღესთან დაკა...
მსგავსი ვიდეოები
MOE: ფოტოკონკურსი "მწვანე კრეატივი"
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო
MOE: ,,მწვანე არდადეგები" დაიწყო
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო
MOE: მწვანე და სუფთა საქართველო -- სამინისტროს ორგანიზებით დ...
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო
MOE: ,,მწვანე და სუფთა საქართველო''. 16.06.2013
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო
MOE: აქცია „მწვანე მომავალი"-ის ფარგლებში ტელემაუწყებლებს ნე...
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო
MOE: პროექტში „მწვანე მომავალი" ლეიკემიით დაავადებულმა ბავშვ...
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო
MOE: მოქალაქეები მწვანე ტრანსფორმაციისთვის
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო
MOE: გადაცემა ''მწვანე ზონა'' - წითელი ნუსხა და მასში შესული...
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო