MOE: პროექტში „მწვანე მომავალი" ლეიკემიით დაავადებულმა ბავშვებმა მიიღეს მონაწილეობა
http://moe.gov.ge/index.php?lang_id=G... პრემიერის ინიციატივა „მწვანე მომავალი" გრძელდება. დღეს, მ. იაშვილის სახელობის კლინიკის ონკოჰემატოლოგიურ დეპარტამენტში მყოფმა ლეიკემიით და ბერი ანდრიას ფონდში გაერთიანებულმა სიმსივნით დაავადებულმა ბავშვებმა კლინიკის მიმდებარე ტერიტორია გაამწვანეს. გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრომ პატარა პაციენტებს 50-მდე სხვადასხვა სახეობის ნერგები გადასცა. სპეციალისტებმა პატარებს სპეციალური ინსტრუქტაჟი ჩაუტარეს ნერგების დარგვისა და მათი მოვლა-პატრონობის წესების შესახებ. აქცია ბავშვებს საშუალებას მისცემს, წვლილი შეიტანონ ეკოლოგიურად ჯანსაღი გარემოს აღდგენასა და ეკოსისტემის გაუმჯობესებაში. პრემიერმინისტრის ინიციატივა ,,მწვანე მომავალის'' ფარგლებში, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროში ამოქმედდა ცხელი ხაზი-ნომრით 153, სადაც ნებისმიერ მსურველს შეუძლია დარეკოს აღნიშნულ ნომერზე და ჩაერთოს პროექტში.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო-ის სხვა ვიდეოები
ბრიფინგი ნაძვის ხეების შესახებ
MOE: სტიქიური მოვლენების ატლასი
MOE: ორდღიანი კონფერენცია ბუნებრივი რესურსების მარ...
MOE: აქცია „მწვანე მომავალი"-ის ფარგლებში ტელემაუწ...
MOE: მინისტრთა კაბინეტის წევრებმა 9 აპრილს დაღუპულ...
01:15
MOE: დარიშხანშემცველი ნარჩენების მართვის პროექტის...
02:58
MOE: ბოტანიკურ ბაღში კამპანია „ბაღის ფრინველთა საა...
01:10
MOE: ბიომრავალფეროვნების საერთაშორისო დღესთან დაკა...