MOE: ფოტოკონკურსი "მწვანე კრეატივი"
03/12/2012
http://moe.gov.ge/index.php?lang_id=G...
გარემოს დაცვის სამინისტრომ სოციალური ქსელით ჩატარებული კონკურსის „მწვანე კრეატივის\" გამარჯვებულები გამოავლინა. მინისტრმა გოგა ხაჩიძემ გამარჯვებულებს პრიზები თავად გადასცა.
„ეს არის პირველი კონკურსი, რომელიც სამინისტროს სოცილური ქსელის გვერდის საშუალებით ჩატარდა. დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ყველას, ვინც ამ კონკურსში მიიღო მონაწილეობა. საუკეთესო ფოტოები სამინისტროში მთელი წლის განმავლობაში იქნება გამოფენილი. მსგავსი კონკურსები სოციალური ქსელით მომავალშიც გაგრძელდება,\" - აღნიშნა გოგა ხაჩიძემ.
ფოტოკონკურსში, რომელიც ერთი თვე მიმდინარეობდა, 2500-ზე მეტმა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა. კონკურსში მონაწილეობა შეეძლო ყველას, ვისაც უყვარს საქართველოს ულამაზეს ბუნებაში მოგზაურობა და შთაბეჭდილებების ფოტოზე აღბეჭვდა. გამარჯვებულები სურეთების „მოწონების\" რაოდენობის მიხედვით გამოვლინდნენ. ახალგაზრდების თვალით დანახული საქართველოს „მწვანე სამყარო\" ორიგინალური პრიზებით დაჯილდოვდა. პირველ ადგილზე გასული ფოტოს ავტორს მარიტა როხვაძეს საჩუქრად ველოსიპედი გადაეცა, მეორე ადგილის მფლობელს პაატა ვარდანაშვილს - ფოტოაპარატი, ხოლო მესამე ადგილზე გასულ თიკო ბიბილაშვილს კი - სპეციალური სალაშქრო ზურგჩანთები, იმისთვის რომ ხალისიანად გაატარონ სეზონი საქართველოს დაცულ ტერიტორიებზე,
ფოტოკონკურსმა \"მწვანე კრეატივი\" ახალგაზრდებში დიდი დაინტერესება გამოიწვია. კონკურსში მონაწილეობა მიიღო ბევრმა კრეატიულმა და „მწვანე\" თემატიკაზე გადაღებულმა ფოტომ. გამარჯვებულების დაჯილდოებასთან ერთად გარემოს დაცვის სამინისტროში კონკურსის მონაწილე 20 საუკეთესო ფოტოს გამოფენა მოეწყო.
გაუზიარე