დეზერტირი, ბორის ვიანი ქართულად და ფრანგულად Le déserteur, Boris Vian en géorgien et en français
ბორის ვიანის "დეზერტირი" ქართულად და ფრანგულად (კითხულობს მთარგმნელი ბაჩანა ჩაბრაძე). გამოყენებული მუსიკა: ბორის ვიანის და აროლდ ბ. ბერგის "დეზერტირი". « Le déserteur » de Boris Vian en géorgien et en français (lu par le traducteur B. Chabradzé). Musique utilisée : « Le déserteur » de Boris Vian et d'Harold B. Berg. "დეზერტირი" ეჭვგარეშედ ვიანის ყველაზე ცნობილი სიმღერაა. იგი იქცა გამოხატვის თავისუფლების, საყოველთაოდ მიღებული წესისადმი დაუმორჩილებლობის სიმბოლოდ და დამსახურებულად მიიჩნევა მშვიდობის ერთგვარ ჰიმნად. ვიანმა ეს სიმღერა ვიეტნამის ომის დროს ჩაწერა, კერძოდ, ფრანგული არმიის დიენ ბიენ ფუს ბრძოლაში დამარცხების დღეს, 1954-ში. სიმღერა მაშინვე აიკრძალა საფრანგეთის რადიოებში. საგულისხმოა, რომ ვიანის ეპოქაში, სიმღერის "დეზერტირად" დასათაურება და ამ თემაზე ღიად ლაპარაკი, მაშინ როცა დეზრტირობა სიკვდილით დასჯადი იყო, ძალიან გამომწვევად გამოიყურებოდა. სიმღერას ჯერ ცენზურა დაადეს, ხოლო როცა 1000 გაყიდულ ეგზემპლარს გადასცდა, გაყიდვიდან ამოიღეს. "დეზერტირს" ლე კანარ ანშენე გამოექომაგა. დეზერტირი ჩემო პრეზიდენტო, წვრილად მოგწერთ ფიქრებს. თუ დრო გექნათ, იქნებ წაკითხვაც კი შეძლოთ. დღეს გადმომცეს, მარშით, მე უწყება ხელში – რამდენიმე დღეში მიბარებენ ჯარში. ჩემო პრეზიდენტო, მე ომში არ წავალ! ხალხის მოსაკლავად არ მოვსულვარ ქვეყნად! ნუ გამიბრაზდებით, მაგრამ უნდა გითხრათ ჩემი ბოლო სიტყვა – დეზერტირი ვხდები. ჩემთვის, ომის წლები გადაიქცა დრამად: დამეღუპა მამა, დამეკარგნენ ძმები. საცოდავი დედაც მოინელა დარდმა, ბნელ სამარის გარდა, ვეღარაფერს ხედავს. ტყვეს, დამატყდა სრული უბედობის ცელი – ამაწაპნეს ცოლი, გამიძარცვეს სული… ხვალ, რომ ირიჟრაჟებს, რაღა დაგიმალოთ, წარსულს სამუდამოდ მივუხურავ კარებს. გადავივლი მთა-ბარს, ვიწანწალებ ობლად ქალაქად თუ სოფლად და ხალხს ვეტყვი ამას: “კვერის დაკვრას მორჩით, გონს მოეგეთ დროზე, უარი თქვით ომზე, არ წახვიდეთ ომში!” თუ აანთეთ დენთი, თუ სისხლს ითხოვს დავა, მაშ, დაღვარეთ თავად, ჩემო პრეზიდენტო! მდევარს გადაეცით, თუ ჩემამდე მოვა – უიარაღოდ ვარ, დე, გამიხსნას ცეცხლი! ბორის ვიანი, 1954 ფრანგულიდან თარგმნა ბაჩანა ჩაბრაძემ "ფრანგული შანსონი", ინტელექტი 2015 https://intelekti.ge/book_ge.php?id=462 Le déserteur Monsieur le Président, Je vous fais une lettre Que vous lirez peut-être, Si vous avez le temps. Je viens de recevoir Mes papiers militaires Pour partir à la guerre Avant mercredi soir. Monsieur le Président, Je ne veux pas la faire, Je ne suis pas sur terre Pour tuer des pauvres gens. C'est pas pour vous fâcher, Il faut que je vous dise, Ma décision est prise, Je m'en vais déserter. Depuis que je suis né, J'ai vu mourir mon père, J'ai vu partir mes frères Et pleurer mes enfants. Ma mère a tant souffert Qu'elle est dedans sa tombe Et se moque des bombes Et se moque des vers. Quand j'étais prisonnier, On m'a volé ma femme, On m'a volé mon âme Et tout mon cher passé. Demain, de bon matin, Je fermerai ma porte Au nez des années mortes, J'irai sur les chemins. Je mendierai ma vie Sur les routes de France, De Bretagne en Provence Et je dirai aux gens : Refusez d'obéir ! Refusez de la faire ! N'allez pas à la guerre ! Refusez de partir ! S'il faut donner son sang, Allez donner le vôtre, Vous êtes bon apôtre, Monsieur le Président ! Si vous me poursuivez, Prévenez vos gendarmes, Que je n'aurai pas d'armes Et qu'ils pourront tirer. B. Vian / B. Vian – H. Berg © 1954 by Éditions BEUSCHER ARPEGE
B. Chabradze ბაჩანა ჩაბრაძე-ის სხვა ვიდეოები
02:18
Download unavailable"}},"clickTrackingParams":"CAc...
03:36
ფრანკოფონიის დღეები ილიაუნიში Journées de la Franc...
01:46
ტყეს, რომელიც მიყვარს, ლია სტურუა ქართულად და ფრან...
03:05
მარიამ წიკლაური ქართულად / ფრანგულად. Mariam Tsikl...
03:49
Appelle-Moi Poésie : Lia Liqokeli. Traduit du géor...
24:57
„ფრანგული შანსონის“ წარდგინება პარიზში Présentatio...
28:42
ფრანგული შანსონის წარდგინება საქართველოს ფრანგულ ი...
05:13
ვახო სანაია კითხულობს სერჯო გუტილას ლექსს "ეს რომ...
მსგავსი ვიდეოები
"ტრაექტორია" - ბორის შავერდიანი - “ჩემოდანი მამას ნეგატივებ...
Artareatv
რუსი დეზერტირი ტაქსისტი თბილისში-არ უნდა ილაპარაკო ქათულად შ...
პირველი news
რუსები და ქართველები პირისპირ | ანა და ლევი - სერია 4
რადიო თავისუფლება
რუსები და ქართველები ერთმანეთის შესახებ | სერია 1
რადიო თავისუფლება
რყსი დეზერრირი ტვ პირველის ჟურანლისტს თავს დაესხა
პირველი news
PKTV-ს სპეცრეპორტაჟი თბილისის ''დეზერტირის ბაზრიდან\
PK TV2
დეზერტირები ვეტერანების წინააღმდეგ
Daviti Axraxadze
მოზღვავებული დეზერტირები | რა უნდა გააკეთოს ქვეყანამ და რატო...
მთავარი არხი • Mtavari Arkhi