ბიზნესი, ბორის ვიანი ქართულად და ფრანგულად Le petit commerce, Boris Vian en géorgien et en français
ბორის ვიანის "ბიზნესი" ქართულად და ფრანგულად (კითხულობს მთარგმნელი ბაჩანა ჩაბრაძე). გამოყენებული მუსიკა: ალენ გორაგერის "ბიზნესი". ჩაწერილია საქართველოს მწერალთა სახლის ლიტერატურული პოდკასტის ფარგლებში ავტორის 100 წლის იუბილესთან დაკავშირებით: https://soundcloud.com/writers-house-... « Le petit commerce » de Boris Vian en géorgien et en français (lu par le traducteur B. Chabradzé). Musique utilisée : « Le petit commerce » d'Alain Goraguer. Enregistré à l'initiative de la Maison des écrivains de Géorgie à l’occasion du centenaire de Boris Vian : https://soundcloud.com/writers-house-... Writers' House Georgia : https://soundcloud.com/writers-house-... იარაღით მოვაჭრეების კრიტიკაში ორიგინალური არაფერია, მაგრამ ვიანი აქ თავად ოფიციოზს უტევს და ამხელს ზოგადად, საომარ პროპაგანდას, რომელიც ღირებულებების დაცვით აპელირებს და ხალხის სიკვდილზე ფულს აკეთებს. ავტორი ამას ირონიით აკეთებს და მერკანტილური მოვაჭრეების ცინიზმს ასე უფრო ეფექტურად ამხელს. ვიანი თავისი ეპოქის იმ იშვიათ ავტორთაგანია, ვისაც ცენზურა შეეხო ანტიმილიტარისტული შემოქმედებისთვის. ბიზნესი წინათ, ვყიდდი იებს, ლამაზს, ნაირნაირს, ვაფასებდი იაფს, ვერ გავყიდე მაინც! მაკრატლებიც ვცადე, სარკე-სავარცხლებიც და ნაკრებიც დავდე დახლზე სამართებლის. ტვირთსაც დავათრევდი დაღმართების ჩავლით და სკამ-სავარძლებიც მიტენია ჩალით. შევეწირე ლამის მიუღწეველ მიზნებს… მაგრამ ბოლოს, ნამდვილს მივაგენი ბიზნესს! – პარიზის ქუჩებში ვაქროლებ “კადილაკს”, მსახურებს დიდ ხელფასს ვაძლევ, ყოველი ჟანდარმი ჩემი ძმაკაცია, ცხოვრების მოვედი აზრზე: ქვემეხებს ვყიდი! მაქვს ყველა ფერის, პატარა, დიდი, მოკლე თუ გრძელი… მყიდველი ბევრი ჰყავს ამ ძვირფას ინსტრუმენტს. – ბავშვს უარს ნუ ეტყვით, თუ ქვემეხს ისურვებს! – იყიდეთ ქვემეხი! დაიკავეთ რიგი, სადაც ლულა ელავს! მისი ჭურვით ირგვლივ გადავბუგავთ ყველას. ნაცარტუტად ვაქცევთ შენობას თუ ქუჩას. გამოჩნდება საქმე, დასაქმდება მუშა, ოჯახს შექმნის ტკბილად, ეყოლება ბავშვი, სახელმწიფოს მიმართ არ დარჩება ვალში – წამოჩიტულს, მყისვე ომში გაისტუმრებს. ბიჭიც, სიმღერ-სიმღერ, შეაკვდება ჭურვებს! ქვემეხზე იმდენი მივიღე დაკვეთა, წითელზე, თეთრზე თუ შავზე, რომ მესაფლავეებს აეწყოთ საქმე და თავად კი აღმოვჩნდი მშრალზე – ყველა კლიენტი ჭურვს შეეხეთქა და დავრჩი კენტად ჩემს ქვემეხებთან… და თავი მგონია კოშმარულ სიზმრებში… ხალხს ვეძებ! ხელიდან მეცლება ბიზნესი! – იაფად ქვემეხი! ბორის ვიანი, 1955 ფრანგულიდან თარგმნა ბაჩანა ჩაბრაძემ "ფრანგული შანსონი", ინტელექტი 2015 https://intelekti.ge/book_ge.php?id=462 Le petit commerce J'ai vendu du mouron, Mais ça n'a pas marché, J'ai vendu des cravates, Les gens étaient fauchés. J'ai vendu des ciseaux Et des lames de rasoir, Des peignes en corozo, Des limes et des hachoirs. J'ai essayé les fraises, J'ai tâté du muguet, J'ai rempaillé des chaises, Réparé des bidets, Je tirais ma charrette Sur le mauvais pavé, J'allais perdre la tête, Mais j'ai enfin trouvé : Je roule en Cadillac dans les rues de Paris Depuis que j'ai compris la vie. J'ai un petit hôtel, trois domestiques et un chauffeur Et les flics me saluent comme un des leurs. Je vends des canons ! Des courts et des longs, Des grands et des petits, J'en ai à tous les prix. Y a toujours amateur pour ces délicats instruments, Je suis marchand d'canons, venez me voir pour vos enfants ! - Canons à vendre ! Avec votre ferraille On forge ces engins Qui foutront la pagaille Parmi ceux du voisin. Ça donne de l'ouvrage À tous les ouvriers Et chacun envisage De fonder un foyer. Pour se faire des finances, On fabrique des lardons, On touche l'assurance Et les allocations. Ça n'a pas d'importance Car lorsqu'ils seront grands, Ils iront, en cadence, Crever pour quelques francs ! Je vendais des canons dans les rues de la terre, Mais mon commerce a trop marché. J'ai fait faire des affaires à tous les fabricants d'cimetières, Mais moi maintenant je me retrouve à pied. Tous mes bons clients Sont morts en chantant Et seul dans la vie Je vais sans souci Au coin des vieilles rues, le cœur content, le pied léger, Je danse la carmagnole, y a plus personne sur le pavé... Canons en solde ! Boris Vian, 1955 © Éditions Majestic-Jacques Canetti
B. Chabradze ბაჩანა ჩაბრაძე-ის სხვა ვიდეოები
02:18
Download unavailable"}},"clickTrackingParams":"CAc...
03:36
ფრანკოფონიის დღეები ილიაუნიში Journées de la Franc...
01:46
ტყეს, რომელიც მიყვარს, ლია სტურუა ქართულად და ფრან...
03:05
მარიამ წიკლაური ქართულად / ფრანგულად. Mariam Tsikl...
03:49
Appelle-Moi Poésie : Lia Liqokeli. Traduit du géor...
24:57
„ფრანგული შანსონის“ წარდგინება პარიზში Présentatio...
05:13
ვახო სანაია კითხულობს სერჯო გუტილას ლექსს "ეს რომ...
მსგავსი ვიდეოები
1-ლი ბლოკი: კაცი, რომელიც თურქებს არ უთმობს საქართველოს! ას...
PK TV2
მე-2 ბლოკი: კაცი, რომელიც თურქებს არ უთმობს საქართველოს! ასლ...
PK TV2
საგამომცემლო სექტორის ზარალმა 10 მლნ ლარს გადააჭარბა
პირველი არხი - ბიზნესპარტნიორი
ბიზნესის დაწყება/“ვუსმენთ ერთმანეთს“/რადიო იმედი, Radio
რადიო იმედი
სტუმარ-მასპინძლობის სექტორის გამოწვევები
TV IMEDI
მედიკამენტების ფასი ისევ გაიზარდა #LIVE
პირველი არხი - ბიზნესპარტნიორი
რა ვნახე ნეაპოლში? - შთაბეჭდილებები კვარადონას ქალაქიდან | ს...
CrystalSport
"ქალები მომავლისთვის" ეკონომიკური გაძლიერების საჭიროების შეს...
Women's Gaze