MOE: შეხვედრა სამინისტროების და მერიის წარმომადგენლებთან ასათიანის ქუჩაზე მშენებლობის შესახებ
07/06/2013
http://moe.gov.ge/index.php?lang_id=G...
გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროში გაიმართა შეხვედრა ასათიანის ქუჩაზე დაგეგმილ მშენებლობასთან დაკავშირებით.
შეხვედრას ესწრებოდნენ გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი ხათუნა გოგალაძე, ქალაქ თბილისის მერიის ეკოლოგიისა და გამწვანების საქალაქო სამსახურის უფროსი გიორგი ქორქაშვილი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, მოქალაქეთა საინიციატივო ჯგუფისა და ინვესტორი კომპანიის წარმომადგენლები.
შეგახსენებთ, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრომ რამდენიმე დღის წინ გაავრცელა განცხადება, სადაც აღნიშნული იყო, რომ სამინისტრო მზადაა, შეასრულოს მედიატორის როლი მოქალაქეთა საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენლებს, ინვესტორს, თბილისის მერიას, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს და სხვა დაინტერესებულ მხარეებს შორის.