MOE: ავტოტრანსპორტიდან გარემოს დაბინძურების შემცირების საკითხების შემსწავლელი კომისიის შეხვედრა

08.05.2013 00:55

http://moe.gov.ge/index.php?lang_id=G... გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროში გაიმართა „ავტოტრანსპორტიდან გარემოს დაბინძურების შემცირების საკითხების შემსწავლელი უწყებათშორისი კომისიის" პირველი შეხვედრა. კომისია შეიქმნა გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ინიციატივით საქართველოს მთავრობის დადგენილების საფუძველზე. მის შემადგენლობაში შედიან გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის, ფინანსთა, შინაგან საქმეთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროების, თბილისის მერიისა და სხვა სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლები. ავტოტრანსპორტიდან გარემოს დაბინძურების შემცირების საკითხების შემსწავლელი უწყებათშორისი კომისიის მიზანია ,,საქართველოში ავტოსატრანსპორტო საშუალებებიდან გარემოს დაბინძურების შემცირების ხელშემწყობი ღონისძიებების შესახებ" სახელმწიფო პროგრამის შექმნა. პროგრამაში გათვალისწინებული იქნება ღონისძიებები ავტოპარკის ტექნიკური მდგომარეობის გაუმჯობესების, ძველი ავტოპარკის თანდათანობითი განახლების, საწვავის ხარისხის გაუმჯობესებისა და მისი კონტროლის სისტემის დანერგვის, ავტომობილების რაოდენობის და მოძრაობის ინტენსივობის შემცირების, საზოგადოებრივი ტრანსპორტის განვითარებისა და საზოგადოების ცნობიერების ამაღლების, ჰაერის ხარისხის და ჯანმრთელობის მდგომარეობის მონიტორინგის უზრუნველყოფის მიზნით.

გაზიარება:

მსგავსი ვიდეოები

MOE: სტიქიის პრევენციისთვის შექმნილი შტაბის სხდომა ქუთაისში
01:49

MOE: სტიქიის პრევენციისთვის შექმნილი შტაბის სხდომა ქუთაისში

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო

MOE: სტიქიური მოვლენების ატლასი

MOE: სტიქიური მოვლენების ატლასი

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო

MOE: ორდღიანი კონფერენცია ბუნებრივი რესურსების მართვაზე წყალშემკრები აუზების მეშვეობით

MOE: ორდღიანი კონფერენცია ბუნებრივი რესურსების მართვაზე წყალ...

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო

MOE: აქცია „მწვანე მომავალი\"-ის ფარგლებში ტელემაუწყებლებს ნერგები გადაეცათ

MOE: აქცია „მწვანე მომავალი"-ის ფარგლებში ტელემაუწყებლებს ნე...

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო

MOE: მინისტრთა კაბინეტის წევრებმა 9 აპრილს დაღუპულთა პატივსაცემად ნერგები დარგეს

MOE: მინისტრთა კაბინეტის წევრებმა 9 აპრილს დაღუპულთა პატივსა...

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო

MOE: დარიშხანშემცველი ნარჩენების მართვის პროექტის წარდგენა
01:15

MOE: დარიშხანშემცველი ნარჩენების მართვის პროექტის წარდგენა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო

MOE: ბოტანიკურ ბაღში კამპანია „ბაღის ფრინველთა საათი\" გაიმართა
02:58

MOE: ბოტანიკურ ბაღში კამპანია „ბაღის ფრინველთა საათი" გაიმარ...

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო

MOE: ბიომრავალფეროვნების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით  „ბაღის ფრინველთა საათი\" გაიმართა
01:10

MOE: ბიომრავალფეროვნების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით...

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო

ყველა ვიდეო