დღევანდელ ვიდეოში გაგაცნობთ რამდენიმე საინტერესო ფაქტს ტყის ხანძრების შესახებ.
გამომწვევი მიზეზები:
ტყის ხანძრების გამომწვევი მიზეზები შესაძლოა იყოს როგორც ბუნებრივი, ასევე ანთროპოლოგიური მიზეზები. ბუნებრივ მიზეზებს განეკუთვნება გვალვები, ელვა, ჰაერის მაღალი ტემპერატურით გამოწვეული სპონტანური აალება და ა.შ., ხოლო ანთროპოლოგიურს - ადამიანების დაუფიქრებელი და არაფრთხილი ქმედებები, მაგალითად - სიგარეტის ჩაუმქრალი ნამწვის გადაგდება, ადვილად აალებადი ნივთებისა და ნაგვის დატოვება ტყეში პიკნიკის შემდეგ, კოცონის კარგად არჩაქრობა და ა.შ.
ვარაუდობენ, რომ ტყის ხანძრების დაახლოებით 80% ადამიანების მიერაა გამოწვეული.
გავრცელება:
ტყის ხანძრის გავრცელებას რამდენიმე ფაქტორი უწყობს ხელს.
ამინდი: ტყის ხანძრები ყველაზე ხშირად ზაფხულში, გვალვებისა და სიცხის დროს ჩნდება, როდესაც ბალახი და მცენარეები გამომშრალი და ადვილად აალებადია. ძლიერი ქარი ცეცხლის სწრაფი გავრცელების ერთ-ერთი მიზეზია. ტემპერატურა და ჰაერის ტენიანობაც, უფრო სწორად ტენის ნაკლებობაც მნიშვნელოვანი ფაქტორებია.
საწვავი: ტყის ხანძარს, ისევე როგორც ყველა სხვა ტიპის ცეცხლს, საწვავი ესაჭიროება. საწვავის რაოდენობაზე და კატეგორიაზეა დამოკიდებული ხანძრის ინტენსიურობა და გავრცელების სისწრაფე:
ტოპოგრაფია: მიწის რელიეფი და განლაგება მნიშვნელოვან როლს თამაშობს ხანძრის გავრცელებაში. ცეცხლი, როგორც წესი, აღმართზე და მთის ფერდობებზე უფრო სწრაფად ვრცელდება ხოლმე.
ჩაქრობა:
ტყის ხანძრის ჩაქრობა განსაკუთრებით რთულია ხოლმე მათი უზარმაზარი ზომისა და გავრცელების ცვალებადი მიმართულების გამო. ტყის ხანძარი დაახლოებით 10 კილომეტრი საათში სისწრაფით მოძრაობს და ისეთ ბუნებრივ ბარიერებსაც ახტება ხოლმე, როგორებიცაა მდინარეები ან გზები. ასეთი ხანძრის ჩასაქრობად ორ ძირითად ხერხს იყენებენ, ესენია ხანძარსაწინააღმდეგო ხნულები და საჰაერო ტექნიკა.
ხანძარსაწინააღმდეგო ხნულების გავლებისას მეხანძრეები ცეცხლის გავრცელების შესაჩერებლად გრძელ, სწორ ხაზზე ჩეხავენ ხეებს, ბუჩქებსა და ყველანაირ საწვავს, რასაც შეიძლება ცეცხლი მოეკიდოს. ასეთ ხაზთან მისულ ცეცხლს საწვავი გამოელევა და ჩაქრება.
აქტიურად იყენებენ საჰაერო ტექნიკას, ვერტმფრენებსა და თვითმფრინავებს, რომლებიც ცეცხლსაწინააღმდეგო ქიმიკატებით ან წყლის რეზერვუარებიდან აღებული დიდი რაოდენობის წყლით ცდილობენ ხანძრის შეჩერებას.
სიფრთხილე:
ტყის ხანძრის მიმდებარე ტერიტორიებზე მცხოვრებ მოსახლეობას ექსტრემალური სიფრთხილე მართებს. ადამიანებმა საჭიროების შემთხვევაში ცხვირ-პირი სველი ნაჭრით, პირსახოცით ან ცხვირსახოცით უნდა დაიფარონ, გათიშონ ელექტროენერგია და ევაკუაციამდე ახლოს მდებარე წყლის რეზერვუარებისკენ, მდინარეებისკენ ან ტბებისკენ გაემართონ.
----------
წყაროები: • Raghtin Beg, Clonmany wildfire
• Lake Lure forest fire time lapse
• Most Amazing Pilot DC-10 Tanker 911 a...
• Time Lapse: Roaring Lion Fire, Bitter...
• Ashdown Forest Fire April 2017
• Plane Drops Water on Altoona PA Fores...
• Video
----------
► გამოიწერეთ ჩვენი არხი: https://goo.gl/gLpvJp
► ფეისბუქი: / ტოპ-ფაქტები-106039936757171
► ინსტაგრამი: / top_faqtebi
----------
ჩვენი ფლეილისტები:
ადამიანები: • უჩვეულო ადამიანები
ავტომობილები და ტრანსპორტი: • ავტომობილები და ტრანსპორტი
გეოგრაფია: • გეოგრაფია
თამაშები: • თამაშები
ისტორია: • ისტორია
სპორტი: • სპორტი
ფილმები და სერიალები: • ფილმები და სერიალები
ცხოველები: • ცხოველები და მცენარეები