Sculpt - დღე 2

06/16/2021
Liffit-ის მიერ

დღე - 2

დღეს ზედა ტანის ვარჯიში გვაქვს. ვარჯიშის პროცესში ვამუშავებთ მკერდს, მხრებს, ზურგს და მკლავებს. დაგჭირდება მინიმალური აღჭურვილობა. თავისუფალი წონის სახით შეგიძლია გამოიყენო წყლის ბოთლები და სხვა თანაბარწონიანი ნივთები.

ვარჯიში სამი ეტაპისგან შედგება: გახურება, ძირითადი ვარჯიში და გაწელვა.

გაითვალისწინე:

ვარჯიშისთვის შეგიძლია შეარჩიო სასურველი დრო და ადგილი. ამ ერთი თვის განმავლობაში ჩვენ ერთად ვივარჯიშებთ კვირაში სამი დღე. ერთი დღე მთელ სხეულს ვავარჯიშებთ, მეორე დღეს ზედა ტანს, მესამე დღეს ქვედა ტანს. კვირის ეს განაწილება შენს სხეულს მისცემს დროს დასვენებისა და აღდგენისთვის, რაც მთავარი ფაქტორია კუნთების ზრდისთვის.
გახსოვდეს, შედეგები დამოკიდებულია შენს ჩართულობაზე, კვების რეჟიმსა და გენეტიკურ მონაცემებზე.


☆Instagram ☆   / liffitapp  
☆Facebook ☆   / liffitapp