Sculpt - დღე 1

06/14/2021
Liffit-ის მიერ

დღე - 1

ვიწყებთ ვარჯიშების პროგრამას, რომელიც შენი სხეულის ტრანსფორმაციას სულ რაღაც 4 კვირაში შეძლებს.

დღევანდელი ვარჯიშის პროცესში ჩართავ და გაააქტიურებ სხეულის ყველა კუნთს. მოცემული ვარჯიშები დაგეხმარება გაიმკვრივო სხეული და გამოკვეთო ფორმები.

ვარჯიში სამი ეტაპისგან შედგება: გახურება, ძირითადი ვარჯიში და გაწელვა.


გაითვალისწინე:

ვარჯიშისთვის შეგიძლია შეარჩიო სასურველი დრო და ადგილი. ამ ერთი თვის განმავლობაში ჩვენ ერთად ვივარჯიშებთ კვირაში სამი დღე. ერთი დღე მთელ სხეულს ვავარჯიშებთ, მეორე დღეს ზედა ტანს, მესამე დღეს ქვედა ტანს. კვირის ეს განაწილება შენს სხეულს მისცემს დროს დასვენებისა და აღდგენისთვის, რაც მთავარი ფაქტორია კუნთების ზრდისთვის.

გახსოვდეს, შედეგები დამოკიდებულია შენს ჩართულობაზე, კვების რეჟიმსა და გენეტიკურ მონაცემებზე.


☆Instagram ☆   / liffitapp  
☆Facebook ☆   / liffitapp