აფხაზეთში დაღუპულთა სულებს პატივი დევნილთა მინისტრმა და თბილისის მერმა ზუგდიდში მიაგეს
ზუგდიდში ვლაქერნის ღვთისმშობლის სახელობის ტაძარში აფხაზეთში დაღუპულ გმირთა სულების მოსახენებელ პანაშვიდს დევნილთა და განსახლების მინისტრი, თბილისის მერი და სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი დაესწრნენ. მათ სოხუმის დაცემის დღე კიდევ ერთხელ გაიხსენეს. „ჯვართამაღლების დღესასწაულს ახლავს ტკივილი, როცა სოხუმის დაცემის დღეს ადამიანები იქცნენ დევნილებად. მე 24 წლის წინ ვიყავი სოხომში, დავტოვე ქალაქი და უფრო დიდი ტკივილი არ განმიცდია. აფხაზეთში დაღუპული გმირების სისხლი არის გარანტი, რომ ტერიტორიული მთლიანობა აღდგება და ყველა დაუბრუნდება სახლს. ვერანაირი ბოროტი ძალა ამას ვერ შეაჩერებს“, - აღნიშნა სოზარ სუბარმა. გუბერნატორმა ლევან შონიამ იმედი გამოთქვა, რომ დაკარგული ტერიტორია საქართველოს მალე დაუბრუნდება. „უმძიმესი დღეა საქართველოს სინამდვილეში. დავკარგეთ ულამაზესი კუთხე, მაგრამ მჯერა, რომ დროებით. გავერთიანედებით, დავრუნდებით და ვიცხოვრებთ ერთად იმ ცხოვრებით, რომელიც ღვთისგან არის მონიჭებული“, - განაცხადა შონიამ. თბილისის მერმა განსაკუთრებული მადლობა აფხაზეთის ომში დაღუპულთა დედებს გადაუხადა. „დღევანდელი დღე განსაკუთრებით ტკივილიანია. მძიმედ გვახსოვს ეს ყველაფერი. განსაკუთრებული პატივით გავიხსენეთ თავდადებული ადამიანები, რომელთაც სწამდათ, ერთმანეთის გვერდში დგომა აუცილებელია. განსაკუთრებული მადლობა გმირ დედებს, ვინც შვილები პატრიოტებად გაზარდეს და ამ ომში გაუშვეს“, - თქვა დავით ნარმანიამ. 1993 წელს 16 სექტემბერს აფხაზურმა მხარემ შეთანხმება დაარღვია და სოხუმის ასაღებად შტურმი დაიწყო. 27 სექტემბერს დახვრიტეს აფხაზეთის მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარე ჟიული შარტავა, სოხუმის მერი გურამ გაბისკირია და მინისტრთა საბჭოს წარმომადგენლები. აფხაზეთში სამხედრო დაპირისპირებას 14 000 მდე ადამიანი ემსხვერპლა. 300 000 ადამიანი უსახლკაროდ დარჩა და დევნილად იქცა. აფხაზეთში საომარი მოქმედებები 1992 წლის 14 აგვისტოს დაიწყო. რადიო "ათინათი" Website: http://radioatinati.ge Facebook: https://www.facebook.com/Rado.ATINATI Google +: https://plus.google.com/u/0/116211701... Twitter: https://twitter.com/
Radio Atinati-ის სხვა ვიდეოები
აუტიზმის სპექტრის მქონე ბავშვებისთვის ზუგდიდის მე-...
ედიშერ თოლორაია: ხმა მივეცი ზუგდიდის განვითარებას
ედიშერ თოლორაია განმუხურში მოსახლეობას შეხვდა
თოლორაიას საკრებულოს წევრის უფლებამოსილება არ შეუწ...
ედიშერ თოლორაიამ სხდომის წევრებისგან შენიშვნები და...
ლალი ანთია: მილების ქურდობა ედიშერ თოლორაიას უკავშ...
„თვითმმართველი ქალაქის გაუქმებიდან კანონპროექტის ჩ...
ექიმი:ზუგდიდის ინფექციურში მოთავსებული პაციენტების...
მსგავსი ვიდეოები
სუბარი საავადმყოფოში ჩასახლებულ დევნილებზე: შანტაჟით ვერაფერ...
Radio Atinati
ჯვართამაღლება
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
აფხაზეთის მიწაზე - Georgian song about the Abkhazian War
War Songs
Georgian War Song - "Abkhazetis Mitsaze"
Cleve [History Songs]
VAQO Live in Sokhumi III
VAQO MUSIC
ქრონიკა 11:00 საათზე - 27 სექტემბერი, 2019 წელი
TV IMEDI
ზუგდიდში ჩასულ საქართველოს პრეზიდენტს ისევ აქციით დახვდნენ „...
odishitv
28 წლის შემდეგ დაღუპულთა ნეშტები დაკრძალეს
პირველი არხი Georgian Public Broadcaster