სუბარი საავადმყოფოში ჩასახლებულ დევნილებზე: შანტაჟით ვერაფერს გააწყობენ
ზუგდიდის რაიონული საავადმყოფოს ყოფილ შენობაში ჩასახლებული დევნილები შანტაჟით ვერაფერს გააწყობენ. ბინების გადანაწილება შიმშილობით არ ხდება. ასე უპასუხა რადიო „ათინათის“ კითხვას დევნილთა და განსახლების მინისტრმა სოზარ სუბარმა, რომელიც ზუგდიდში აფხაზეთში დაღუპულთა სულების მოსახსენებელ პანაშვიდს დაესწრო. მისი თქმით, სამინისტროს რამდენიმეწლიანი გეგმა აქვს შემუშავებული, რომლის მიხედვითაც საცხოვრებელი ფართებით ყველა იძულებით გადაადგილებული პირი დაკმაყოფილდება. „ჩვენ გვაქვს კონკრეტული პასუხი. ზუგდიდში დაწყებულია ათი კორპუსის მშენებლობა, რომელთაგან 4 მალე დასრულდება. მინდა გავაფრთხილო ის ადამიანები, ვინც ცდილობენ გრძონებზე ითამაშონ. განაწილება ხდება მკაფიო კრიტერიუმებით და როგორც არ მოყვა შედეგი შანტაჟს წინა წლებში, ისე იქნება ახლაც. გვაქვს გეგმა, რომელი შენობები უნდა დავხუროთ და რამდენქულიანს უნდა მიეცეს ბინა ამ ეტაპზე. ეს გეგმა არ შეიცვლება და ამას ვერ დააჩქარებს ისეთი ქმედებები, როგორიცაა კარვის გაშლა", - აღნიშნა სუბარმა. ზუგდიდის რაიონულ საავადმყოფოში ჩასახლებული დევნილები მძიმე საცხოვრებელი პირობების გამო განსახლებას ითხოვენ. ისინი ხელისფლებას უყურადღებობაში ადანაშაულებენ და შიმშილობით იმუქრებიან რადიო "ათინათი" Website: http://radioatinati.ge Facebook: https://www.facebook.com/Rado.ATINATI Google +: https://plus.google.com/u/0/116211701... Twitter: https://twitter.com/
Radio Atinati-ის სხვა ვიდეოები
აუტიზმის სპექტრის მქონე ბავშვებისთვის ზუგდიდის მე-...
ედიშერ თოლორაია: ხმა მივეცი ზუგდიდის განვითარებას
ედიშერ თოლორაია განმუხურში მოსახლეობას შეხვდა
თოლორაიას საკრებულოს წევრის უფლებამოსილება არ შეუწ...
ედიშერ თოლორაიამ სხდომის წევრებისგან შენიშვნები და...
ლალი ანთია: მილების ქურდობა ედიშერ თოლორაიას უკავშ...
„თვითმმართველი ქალაქის გაუქმებიდან კანონპროექტის ჩ...
ექიმი:ზუგდიდის ინფექციურში მოთავსებული პაციენტების...
მსგავსი ვიდეოები
დევნილი: მირჩევნია აფხაზეთში მომკლას ტყვიამ, ვიდრე ზუგდიდში...
Radio Atinati
დევნილები სამინისტროს წარმომადგენლებს ანაკლიაში დაუპირისპირდ...
Radio Atinati
მე-3 ნაწ: გთხოვთ, მიშველეთ! - ავთვისებიანი სიმსივნით დაავადე...
PK TV2
1-ლი ნაწ: გთხოვთ, მიშველეთ! - ავთვისებიანი სიმსივნით დაავადე...
PK TV2
მე-2 ნაწ: გთხოვთ, მიშველეთ! - ავთვისებიანი სიმსივნით დაავადე...
PK TV2
ქრონიკა 17:00 საათზე - 9 ნოემბერი, 2021 წელი
TV IMEDI
საუბარი იმაზე რომ, ერთჯერედი კოვზებით მოხდეს ზიარება არის სრ...
საპატრიარქოს ტელევიზია ერთსულოვნება
GEMFest-დან წუხელ ზუგდიდის საავადმყოფოში 6 ადამიანი შემოიყვა...
Radio Atinati