გაგრაში განვითარებული ტრაგიკული მოვლენების დროს დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს

06.10.2020 02:07

5 ოქტომბერი-გაგრის დაცემის დღეა. ამ დღესთან დაკავშირებით თბილისში მშენებარე ილორის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის მეტოქიონში გაგრაში განვითარებული ტრაგიკული მოვლენების დროს დაღუპულთა სულების მოსახსენიებელი პანაშვიდი გადაიხადეს. იმდღესვე, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლებისა და დევნილი საზოგადოების წარმომადგენლებმა გმირთა მოედანზე, საქართველოს ერთიანობისთვის დაღუპულ გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს და პატივი მიაგეს დაღუპულთა ხსოვნას.

გაზიარება: