ზუგდიდში ჩასულ საქართველოს პრეზიდენტს ისევ აქციით დახვდნენ „დაიცავი საქართველოსა" და „ქალები მშვიდ..

10/17/2013
odishitv-ის მიერ

ზუგდიდში ჩასულ საქართველოს პრეზიდენტს ისევ აქციით დახვდნენ „დაიცავი საქართველოსა\" და „ქალები მშვიდობისათვის\" წევრები.

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი დღეს ზუგდიდში ღურწკაიას გიმნაზიას ესტუმრა. სააკაშვილმა სასწავლებლის შიდა ინტერიერი დააათვალიერა და დამფუძნებლისგან სამომავლო გეგმების შესახებაც მოისმინა, პრეზიდენტის განცხადებით ქვეყნისთვის მთავარი პრიორიტეტი განათლება უნდა იყოს და მნიშვნელოვანია როცა ზუგდიდში ულტრათანამედროვე, ევროპული სტანდარტების შესაბამისი გიმაზია ფუნქციიონირებს. სკოლის დამფუძნებლებს პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა და მამა--შვილს ალექსანდრე და ჯიმშერ ღურწკაიას საპრეზიდენტო ბრწყინვალების ორდენი გადასცა. თვისმხრივ ალექსანდრე ღურწკაიამ პრეზიდენტს გიმნაზიის ლოგო გულსაბნევი გადასცა. პრეზიდენტმა ღურწკაიას სახელობის გიმნაზიაში მეხუთეკლასელებს გაკვეთილი საქართველოს ეროვნულ გმირებზე ჩაუტარა,პრეზიდენტმა სკოლის მოსწავლეებს თანამედროვე ისტორიაზე, კონკრეტულად კი, ომის პერიოდზე და იმ ვაჟკაცებზე ესაუბრა, რომლებიც 2008 წლის ომს შეეწირნენ. მან მოსწავლეებს 2008 წლის ომის დროს დაღუპული გმირების ბანერი აჩვენა.სადაც გამოფენილი იყო აფხაზეთში დაღუპულთა ფოტოებიც, მათ შორის ჟიული შარტავას ფოტოც. მიხეილ სააკაშვილის ასევე სთხოვა ღურწკაიების ოჯახს, რომ სკოლის პარალელურად ტექნიკუმიც დაარსონ. დღესვე პრეზიდენტმა სკოლის შემოსასვლელში საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის..
http://odishi.ge