VAQO Live in Sokhumi III
00:22 Madloba arafris nakhvamdis 04:06 Aravis mostsons simartle ara 07:30 Sakhandzro brigada 13:32 Oh damanakhe rats khar (Live) 21:03 Ratom idzabebi ase 26:43 Modi vitamashot sanam tsotskhlebi vart 32:05 Chveni gza 36:32 Shen Tu akvebi am bnels aghar melaparko 37:54 Rom rame rom metqva (Live) 40:58 Tu vinme ibrdzvis isev morali (Live) 44:07 Khma miecit politikosebs (Live) Bonus track 46:53 Aus tiefer Not schrei' ich zu dir BWV 687 * Bonus track 59:07 Deda mama mama deda (Live) Bonus track Bass, Drum, Guitars, Synth piano, Percussions by Vakhtang Kantaria Written, composed, (*Except Aus tiefer Not schrei' ich zu dir BWV 687 by Bach) performed, mixed and mastered by Vakhtang Kantaria. Recorded in Georgia 2019-20-21 years. © VAQO MUSIC LICENCES [Merlin] Symphonic Distribution (on behalf of Bloom Music) ნაწილი ერთი (მეორე და მესამე ნაწილი იხილე კომენტარში) Live in Sokhumi III უკანასკნელი ნაწილია Live in Tbilisi-ს ტრილოგიის, რომელიც მოიცავს სხვადასხვა წლებში კლუბებში ჩაწერილ საკონცერტო გამოსვლებს და სტუდიურ შრომებს. რომ არა ომი, ეს კონცერტი ჩვეულებრივად გაიმართებოდა ქალაქ სოხუმის, ბარათაშვილის რკინიგზის სადგურთან, მაიმუნთა საშენთან ახლოს., 20 სთ-ზე, სამშაბათს, 25 ოქტმობერს, 2022 წლის. მოვიდოდა 300 კაცამდე, 50-ს არ მოეწონებოდა და წავიდოდა, 100 ადამიანი კი ისიამოვნებდა, სხვა დანარჩენი როგორც ხდება, მუცელი ატკივდებოდა, თავი, ყურები და შორს დადგებოდა, ისეირნებდა არძინბას ქუჩაზე, სიცივის გამო თბილადაც ჩაიცმევდა. ცნობილ საბჭ. ფილმში გოგონა ჩაყვირის ტელეფონს - შენ ვერ დაიჯერებ, მე ახლა მივფრინავ გაგრაში - ცხადი იყო ფრაზა რა უბედურების მომტანი იყო, ის თუ რა მოფრინდებოდა. ასე თვალი დაადგეს ოდესასაც, სადაც როგორც ერთმა ტურისტმა მითხრა, თბილა და საჭმელია. ქალაქებს სადაც თბილა და საჭმელია, სჭირდებათ დაცვა, საშიშია დღეს, თბილოდეს და საჭმელი იყოს ერთდროულად, ასე ომები იწყება. ვისაც წარსული არ ახსოვს, განწირულია მისი გამეორებისთვის. ეს ომები ჩემს დაბადებამდე მოხდა. აფხაზეთში დაღუპული ხალხთა სულები სახლობენ, გაიჭედნენ, შერიგება-სიმართლის გარეშე იქიდან ვერ განთავისუფლდებიან, ვერ მოისვენებენ მიცვალებულები, ვერ დაგვასვენებენ, ვერცერთს. იქითაც და აქეთაც. ძველად და ახლაც, სსრკ-ს შეეძლოთ საქართველოს ქება, ეს იყო მაგიური მიჯაჭვულობის არსი, მაგალითად თბილისი კავკასიის პარიზია, თბილისი სსრკ-ს კულტურული დედაქალაქია, ქართველი ერი ყველაზე არისტოკრატული ერია, ქართველებს საოცარი ხმები აქვთ, მსოფლიოში ყველაზე კარგი. ვინც გაქებს, მასთან გიყვარს ყოფნაც. როდესაც თქვენ ყიდულობთ მანქანას, კმაყოფილიხართ მისით, აქებთ მწარმოებელს, თქვენივე კმაყოფილების გამო, და არა იმიტომ რომ მანქანაა კარგი, ეს თქვენ ხართ კმაყოფილი მისი დაუფლების სურვილის გამართლებით. როდესაც მანქანა ფუჭდება, დეტალს ვერ პოულობთ და შეკეთება ძვირდება, იმავე კომპანიას აგინებთ. ჩრდილოელიც ასე აქებდა ქართველს, კმაყოფილი იყო, იმით რომ ის ფლობდა კმაყოფილებას თქვენი ფლობით მისივე აღქმაში, როდესაც დაკარგა ის, თბილისური-პარიზი მისივე უკმაყოფილებისგან პარიზული თბილისი ერთ დღეში იქცა "ფაშიზმის დედაქალაქად" (1993 წლის სიტყვები რუს. მედიიდან) ქართველი ერი აქცია ფაშისტად, ასე შექმნა გრუზინოფობიის ხატი. ქართველოფობია. სად გაქრა სსრკ-ს ერთაშორისო მეგობრობები? დრუჟბა ნაროდოვ გადაიქცა დრუჟბა ხერხად. ან რა დათვლის 1992 წლიდან მოყოლებულ სიუჟეტებს ქართველის ერის, როგორც ჰააგის ტრიბუნალზე გასასამრთლებელი ხალხზე გადაღებულ სიუჟეტებს რაოდენობას ჩრდილოეთში. პირიქით მოხდა/ხდება, მათ ასამართლებენ და ამზადებენ ტრიგუნალისთვის. და ზედმეტ სახელებს ეთნიკურ ნიადაგზე შერქმეულს რა ვუყოთ? ოვეც, ვალასატაია აბიზიანა, გრიზუნი, გრუზ, გია, ბარან, საბაჩი იაზიკ, ჩორნაჟოპი და სხვ. სსრკ-ში ვერ ბედავდნენ ასე ღიად, ჩემს ბავშვობაში კი კარგად მახსოვს ეს სიტყვები საიტებზე, ინტერვიუებში. 2000-2010 იანებში. კავკასიის მთიელ ხალხთა კონფედერაცია (რუსეთის სუბიექტი 1990-94 წწ. პროექტი-ორგანიზაცია შეიქმნა და ლიკვიდირებულ იქნა, შედიოდნენ კავკასიელი ერები/რუსები) 1992-93 წლებში გასცა განკარგულება ყველა ეთნიკურად ქართველის მძევლად აყვანის და დაპატიმრების აფხაზეთის რაიონში, მოითხოვა თბილისში ტერაქტები, ასევე დაკავებული იქნა ჩრდილოეთიდან მომავალი ყველა ტვირთები საქართველოსკენ , იმავე ხალხმა, ეთნიკურად ქართველთა ცულებით აჩეხვა საჭირო საქმედ გამოაცხადა, ითხოვდნენ ეთნიკურ ნიადაგზე, რაიონების აბორიგენი ქართველებისგან წმენდას. საგვარეულობიანად. ყველაფერი, ვიდეო ფირებმა შემოინახეს, რაც მიზეზია იმის რომ ყოველ ჯერზე, ახლად დაბადებული ადამიანი, ვერ იპოვის მიზეზს ეს აპატიოს ჩრდილოელ ტურისტს, მათ შორის კავკასიურ ხალხებს, აქ სამუდამოდ იქნება პრინციპი, გენდობი, მაგრამ გამოწმებ, გიღიმი მაგრამ გაკვირდები. 20-21 საუკუნეში პატიება რთულია, HD 4K გაფართოებით იღბეჭდება სიბოროტე, საკმაოდ ძლიერი გადმოცემის ხარიხსხით. ყოველი ახლად დაბადებული თაობა ახლიდან იპოვის ფოტო/ვიდეოებს და შეიცნობს ტრაგედიას, სარკისებურად იგრძნობს ტკივილს. ეს სწორად უნდა ესმოდეს ე.წ. კეთილ ტურისტებსაც/უბრალოდ ტურისტებსაც. იხილე პეტიცია, ანახე სხვებს https://eg.nationbuilder.com/petition იხილე მეტი მასალა/ინფორმაცია, მოუყევი მათ: https://europeangeorgia.ge/genocide/en/
VAQO MUSIC-ის სხვა ვიდეოები
05:20
VAQO - Solomon II da Erekle II
31:20
Vaqo - Existential errors CD one
33:00
Vaqo - Existential errors CD two
42:28
VAQO The Land of Kartvelians FULL ALBUM
02:06
David Delgma Ghmerts me tsodvili vukvarvar
07:29
VAQO lokokina *Three singles together
44:54
#ვაქო VAQO Sarmanishviliskari (Full Album)
მსგავსი ვიდეოები
VAQO LIVE IN TBILISI Full album
VAQOmusic
ნიკო ნერგაძე vs VAQO
რადიო თავისუფლება
VAQO - Solomon II da Erekle II
VAQO MUSIC
Vaqo - Existential errors CD one
VAQO MUSIC
Vaqo - Existential errors CD two
VAQO MUSIC
VAQO The Land of Kartvelians FULL ALBUM
VAQO MUSIC
სტუმრად "AmorFati"-სთან VAQO - ვაქოს მოღვაწეობა , საქართველო...
N. Aghla
Vaqo - "Ah Qo" LP (Official Audio)
Tarla Records